logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ნეტა ისევ უყვარდეთ ადამიანებს ერთმანეთი, ისევ... ისევ დაბრუნდეს ხალისი, რომელიც ასე გვჭირდება, რომელიც ასე გვენატრება!
- +

10 ივნისი. 2020. 01:02

 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე წერს:

 

 

არა ვარ დეპრესიული, არც მოწყენა და ყურებისჩამოყრაა ჩემი საქმე, ვერ ვიტან მოწუწუნეებს და აპათიურებს, მაააგრამ ახლა თბილისში, რუსთაველზე გამოვიარე, გამოვიარე, გამოვიარე... უფრო მოვლილი, დავარცხნილი, გაწკრიალებულია აქაურობა, თითქოს უფრო ნაზრუნავი, მაგრამ ეს ის ქალაქი აღარააა, ამ დროს რომ გამოეფინებოდა, ხმაურობდა, ხარობდაააააა, ყოფილ "ზარია ვასტოკასთან" ახლა "ზარა" მზარავს, აქ ვეღარ ნახავ ნაცნობ სახეებს, აღარც გესალმებიან, აღარ მოგიკითხავენ, აღარ გეპატიჟებიან, არი რაა, ტურისტების მოლოდინში გაპრანჭული,თვალმახარა ქალაქი და სული კბილით უჭირავს.... თერმომეტრი 34 გრადუსს აჩვენებს, ავტობუსების გაჩერებებზე ტაბლოებზე გარბის ტექსტები- შეფერხებაა!! ნეტა, მართლა შეფერხება იყოს და აქ, ამ ქალაქში ისევ უყვარდეთ ადამიანებს ერთმენეთი, ისევ, ისევ დაბრუნდეს ხალისი, რომელიც ასე გვჭირდება, რომელიც ასე გვენატრება!!!

 

სიყვარული არც ლურჯ ავტობუსებს მოაქვს არც მწვანეს არც ყვითელს, არც წითელს, ...

 

დააბრუნეთ თბილისში სიყვარული, რომელიც გამოჭამეთ, დაძიძგნეთ, გააპარტახეთ,...

 

 

right_banner
არქივი
right_banner