logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: იდღეგრძელე, დიდო პოეტო!
- +

24 ივნისი. 2020. 11:30

 

 

დღეს რეზო ამაშუკელის დაბადების დღეა.

 

84-ის მოიყარა.

 

გულწრფელად ვულოცავ!

 

იდღეგრძელოს!

 

მიუხედავად მისი სიხისტისა, ზოგიერთი პიროვნების მისეული შეფასების და მის მიერ მიკერებული „იარლიყის“  კატეგორიული მიუღებლობისა, მტერიც კი (რაც ხმაურიანი და სკანდალური საჯარო გამოსვლებისა გამო საკმაოდ ჰყავს) ვერ წაართმევს იმ ვეებერთელა სიყვარულს, რომელიც  ნაღდი პოეზიის დამფასებლებს და აურაცხელ თაყვანისმცემელთ გააჩნიათ ბატონი რეზოსადმი. 

 

ობიექტური ადამიანები თვლიან, რომ „ამაშა“ თავისი ცხოვრებით და, რა თქმა უნდა პოეზიით, განასახიერებს რწმენისა და პრინციპების ერთგულებას; უკიდეგანო სიყვარულს სამშობლოსადმი; უდიდეს ნიჭიერებას!!!

 

ძნელია, არ დაეთანხმო იმ მოსაზრებას, რომ რეზო ამაშუკელი გახლავთ თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი უპირველესი და უკაშკაშესი ვარსკვლავი.

 

ჰოდა, ამიტომაც, წეროს, შექმნას პოეზიის შედევრები და ნუ კარგავს დროს „პროზაზე“!!!

 

კიდევ ერთხელ მინდა შევძახო: იდღეგრძელე, დიდო პოეტო!

 

 

right_banner
არქივი
right_banner