logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა: ერაყში ასე აბობენ, ქალი რომ სამოთხეში მოხვდება, პირველად ძმას იკითხავს, სად არისო...
- +

25 ივნისი. 2020. 19:05

 

 

- შემოდი, ზეინაბ, შემოდი, ნუ გაიხდი ფეხსაცმელს, - მაინც იხდის და მორიდებით ჯდება სკამზე.

 

ჩემი კარის მეზობელია ზეინაბი, ერაყელი მორწმუნე არაბი.

 

დღე და ღამ ლოცვაშია, დაიფენს თავის პატარა ხალიჩას და მუხლებზე დაჩოქილი ლოცულობს.

 

თხელი და სიფრიფანა ქალია. იფიქრებ, ცოტაც და წელში გადაწყდება. ექვსი შვილი ჰყავს და მშვენივრად აუდის. ქმარს მუდამ თავდახრილი ელაპარაკება.

 

გემოვნებით აცვია - გრძელი მოსასხამის შიგნით აუცილებლად ჯინსი და ბოტასი.

 

ჩემი სამუშაო მაგიდისკენ გაექცა თვალი და ძმის ფოტოზე შეჩერდა.

 

- ძმაა, მკვდარია, შენ არ იცი, როგორ მენატრება, - დამტვრეული ფრანგულით ვცდილობ გავაგებინო, რას განვიცდი და ცრემლები ღაპაღუპით მომდის.

 

ტირის თვითონაც და თავშლის ბოლოთი იწმენდს ცრემლებს.

 

რა ლამაზია ადამიანი, ვინც შენთან ერთად ტირის.

 

- ჩვენთან, ერაყში, - ჩემზე უარესად ლაპარაკობს ფრანგულად, - ასე აბობენ, ქალი რომ სამოთხეში მოხვდება, პირველად ძმას იკითხავს, სად არისო ჩემი ძმა...

 

ყველაფერი თქვა ზეინაბმა და გავიდა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner