logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: მე ვიცი, რომ ამერიკაში გაიმარჯვებს სახელმწიფო და მისი ლიდერი დონალდ ტრამპი!
- +

26 ივნისი. 2020. 17:56

 

 

SOS! SOS! SOS!

*******************

 

თან მეცინება, თან ვწუხვარ და საკუთარ თავს ვეკითხები-ვეკამათები: ნუთუ ყველაფერი ეს მართალია?

 

კარგად, მაქსიმალური ყურადღებით გაეცანით ამ პუბლიკაციას...

 

ფერადი რევოლუციების სამშობლო, სხვა ქვეყნებში დემოკრატიის, ანუ, ამერიკული „წესრიგის“ დამყარების ინიციატორებს, განმხორციელებლებს, ხატოვნად რომ ვთქვათ - „ჟანდარმებს“ მოუწევთ(!!!!) სხვა ქვეყნებში აპრობირებული ტექნოლოგიების საკუთარ ქვეყანაში გამოყენება.

 

იძულებულნი იქნებიან, სხვა გზა არ ექნებათ, რამეთუ:

 

  1. В медиа появилось интервью 2015 года, где Патрисса Каллорс, одна из основательниц BLM, обозначает себя и другую основательницу, Алисию Гарзу, как «обученных марксистов».

(https://lenta.ru/news/2020/06/25/bolshevism/)

 

გეყურებათ? „განსწავლული მარქსისტებიო“!!!!

 

სენატორი მაკარტი, 70 წლის წინათ გარდაცვლილი ლიდერი „კუდიანების“ წინააღმდეგ ბრძოლისა, მგონი, საფლავში ტრიალებს...

 

  1. ეს ინფო კი საერთოდ გადარევს ევროპას და არა მარტო...

 

ანუ, ალაგმეთ ქრისტე ამერიკიდანო... ქრისტე ევროპული გარეგნობით თეთრი რასის უპირატესობის სიმბოლო გახლავთო:

 

Активист движения и бывший священник Шон Кинг призвал сносить статуи Христа: по его мнению, Христос с европейской внешностью — не что иное, как символ превосходства белой расы.

(https://lenta.ru/news/2020/06/23/supremacy/)

 

ყოველივე ამის შემდეგ, რა არჩევანი აქვს ტრამპს? დიდი ვერაფერი... რა თქმა უნდა, მიუხედავად გუბერნატორების ერთი ნაწილის წინააღმდეგობისა, მოუწევს „20 ივნისის“ მსგავსი ვითარების განმუხტვა: ერთადერთს, რასაც ვურჩევ მას, დასახმარებლად გამოიძახოს... გახარია!...

 

(თუ ორი და მეტი გვამი უნდა, რეზერვში არიან ცნობილი ტოლერანტი „გვამისტები“, მოწინააღმდეგე ქვეყნისთვის ფეკალიების შეთავაზების „სპეციალისტები“ და ა.შ. ).

 

დასკვნები ჩვენთანაც უნდა გაკეთდეს: აშშ-ის ელჩს და ევროპელ დიპლომატებს - აშკარად გონიერ ქალბატონებსა და ბატონებს კი ვურჩევ, მეტი დრო მოახმარონ ზოგადად დასავლეთის და კონკრეტულად - ამერიკის ნაღდი მეგობრების გარჩევას სხვადასხვა ჯურის „პოლიტპატიმრებისა“ და მათი „ნათლიებისგან“.

 

ასევე, აშშ-ის კონგრესის შენობაში „მოკალათებული“ ის 13 ბრიყვი, „რჩეული“ პოლიტიკოსის თანაშემწეები და ლობისტები დამანახვეთ, რომლებიც სხვის თვალში ბეწვს ხედავენ, საკუთარში კი დირეს ვერ ამჩნევენ.

 

პოლიტიდიოტები: იმ დემაგოგიური კვლევა-ძიების ამსახველ მემორანდუმებში „ჩაჩხერილი“ ზოგიერთი „სიბრძნით“, ფაქტიურად, ებრძვიან ტრამპს... და ამერიკულ ფასეულობებს, წარსულს, ისტორიას, რითაც შეიქმნა დიდი ამერიკული დემოკრატია.

 

როცა ისინი აშშ-ის გმირების - ჯორჯ ვაშინგტონის და სხვა „ამერიკის მამების“ ძეგლებს ამსხვრევენ, როცა როშავენ დედაქალაქის სახელის გადარქმევას, პუტინი მოსკოვში პატრიოტულ პარადს ატარებს, მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ სულ ფეხებზე ჰკიდია ის, თუ რას „ფიქრობს“ მასზე არა მარტო კორუმპირებული ბაიდენის „ბანდა“ და ნარკომანი ყაჩაღის ფლოიდის სპეკულიანტი მიმდევარ-დამცველები, არამედ... ჩვენი ენატლიკინა „პროცესა“ მაჭუტაძეც, გუნცაძის მიერ პირდაპირ ეთერში „გასილაქებული“ კანდელაკიც, „კოტიკოს მაძებარი“ უმწიფარი ბოკუჩავაც; რა თქმა უნდა, მოჩერჩეტო „მორკინალის დედოფალი“ TAKO-ც, პრეზიდენტად „მოსასვლელად“(?) გამზადებული „ლილიპუტი“ გუგავაც, ქამარში რევოლვერგაყრილი ყბედი „ფირალი“ ოთოია კახიძე და სხვა ქარაფშუტა-ბრიყვები...

 

სამაგიეროდ და საპირისპიროდ:

 

- მე ვიცი, მწამს და მჯერა, რომ ამერიკაში გაიმარჯვებს სახელმწიფო და მისი ლიდერი დონალდ ტრამპი!

- ისიც ვიცი, რომ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი არის ულამაზესი! ხოლო ვინც მასზე „ღადაობდა“, არის...

- რომ გახარია არის მაგარი!

- რომ ოქტომბერში არჩევნები ჩატარდება მშვიდად და წესიერად.

- რომ ქართველი ხალხი არის ბრძენი - ყველა კრიტიკულ ვითარებაში გაითვალისწინებს ტრაგიკულ შეცდომებს და გააკეთებს ბრძნულ არჩევანს!

- საბოლოო ჯამში საქართველო დამშვიდდება და ივლის წინ, საბოლოო გამარჯვებამდე!

 

და ამ მიზნების განხორციელების გარანტი ჩვენს ხალხთან, ჩვენ გონიერებასა და შრომასთან ერთად იქნება სტაბილური ამერიკა, რაც არის სინონიმი სტაბილური საქართველოსი!

 

ასეა ეს, როგორც იტყოდა ჩვენი დათა, თუთაშხია!

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner