logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ზუსტად ამ დღეს - 31 აგვისტოს, სკამზე გადაკიდული მქონდა გაპიწკინებული ფორმის კაბა...
- +

31 აგვისტო. 2020. 13:50

 

აი, ზუსტად ამ დღეს - 31 აგვისტოს, სკამზე გადაკიდული მქონდა გაპიწკინებული ფორმის კაბა, თეთრი საყელო და მანჟეტები, სკამის ქვეშ მეწყო აუცილებლად ახალი ფეხსაცმელი, შიგ თეთრი გეტრებით, მაგიდასთან მედო საწიგნე, გავსებული ყდებგადაკრული ახალი წიგნებით, რომელსაც ყველაზე ადრე „მოვიპოვებდი“ იმის გამო, რომ სკოლის ბიბლიოთეკას 25 აგვისტოდან წიგნების მიღება-დახარისხებაში ვეხმარებოდი. ჰო, კიდე, ფანჯრის რაფაზე აუცილებლად მედო ტატიანა დეიდას ნაჩუქარი ქოთნის ყვავილი, რომელიც სკოლაში უნდა მიმეტანა...

 

ამ დღეს ვიჯექი და დედაჩემის დავალებით ვწერდი - როგორ გავატარე საზაფხულო არდადეგები და ეს ყველაფერი ისევ დედაჩემის აკომპანემენტის ფონზე ხდებოდა - დედაააა, რა ჩააყენებს ამ გაველურებულებს ახლა კალაპოტშიი, რააა? ჰო, ზუსტად ამ დღეს დედაჩემს არ ავიწყდებოდა, რომ ებრძანებინა - ნინოო, გამები გაიმეორე, მთლად დაგიჩლუნგდება ეგ ხელებიიი... სახლი, კუთხე-კუნჭულიანად, რაღა თქმა უნდა, იყო საგანგებოდ დაწკრიალებულ-გაკრახმალებული და ამ ყველაფერს საპირველსექტემბრო „უბორკა“ ერქვა!!!

 

რა ხალისი და სიყვარული ახლდა ამ ყველაფერს, რომელიც კარგა ხანია მინავლებული მგონია მე!!!

 

 

right_banner
არქივი
right_banner