logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ნოდარ ტაბიძე დიდი კაცი იყო...
- +

17 სექტემბერი. 2020. 17:20

 

ნოდარ ტაბიძის გაკვეთილები

 

1.არც ერთი დღე ფრაზის გარეშე!

 

2.სარედაქციო დავალებაზე, სოფლის ავტობუსით წადი და გზაში იმდენ რამეს მოისმენ, ნახევარი მასალა დაწერილი გექნება!

 

  1. რთველზე რომ წერ, მაჭრის სუნი უნდა ვიგრძნო და გლეხიც დამანახო, მთელი წელი ვაზს რომ უვლიდა...

 

4.ყალბია, როცა ტკბილი ამბის გადმოსაცემად ტკბილ სიტყვებს ეძებ.

 

  1. ფაქტი გადაამოწმე არაერთხელ, რომ დაგიჯერონ.

 

  1. იფიქრე, რაც დაწერე, ისე დაწერო, წიგნად გამოსაცემად ღირდეს.

 

  1. ფეხზე ავუდგეთ დედა უნივერსიტეტს, უნივერსიტეტის ჭადრები ყველაზე იდუმალი და კეთილი ჭადრებია დედამიწაზე!!! ჩვენს სიგიჟეებს გაუმარჯოს!

 

ნოდარ ტაბიძე დიდი კაცი იყო, როგორ მჭირდება ხოლმე მისი შემოძახილი, გამხნევება და დარიგება... ამ დღეს გარდაიცვალა!

 

ბედნიერი ვარ, რომ მის გვერდით ვიყავი ხოლმე როგორც სტუდენტი, მოწაფე, მეგობარი და თანამეინახე!

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner