logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: რაღა დისტანციურ სწავლაზე გადაირიეთ, თქვე კაი ხალხო...
- +

18 სექტემბერი. 2020. 12:49

 

 

ხომ გახსოვთ, როგორ დაიწყო, პირველად ტელევიზორი ისე რომ გადართეთ, სულ არ მიკარებიხართ, მერე იყო, ჩემო ბატონო და, ათასნაირი დისტანციურები გამოიგონეს და ავიტაცეთ, აღარც სარეცხს ვეხებოდით და მისით ირეცხებოდა, ამაზე ხო სულ გადავირიეთ და კარგი ამბავი იყო. მერე ბავშვების გაჩენა ისე დაიწყო, რომ საკმარისი იყო ქალი და სინჯარა... მერე იმ ბავშვების სათამაშოები გამოიგონეს ისეთი, ხელის ხლება რომ არ სჭირდებოდა და მისით მოგორავდა, მერე ამ კომპიში ჯოკრის თამაში დავიწყე ისე, რომ მაგიდაზე მოთამაშეები სხდებოდნენ, დგებოდნენ, მიჯოკრავდნენ, მაგრამ ვერ ვხედავდი, არც იყო საჭირო, შუაღამეზე სხვანაირად ვინ გამიშვებდა სათამაშოდ.

 

ჰოდა, ერთ დღესაც, რომ აღმოვაჩინე, კომპიუტერთან ვიჯექი და მარტო ვიცინოდი ვიღაცეების ამბებზე, შემეშინდა, ვიფიქრე, ხომ არ გადავირიე-თქო. ცოტა ხანს შევეშვი, მაგრამ ამასაც მივეჩვიე კი არა, ვირტუალურ-დისტანციური მეგობრებიც გავიჩინე, გავერთიანდი ჯგუფებში, ვწერ, ვხალისობ, ვიწყენ, ვჩხუბობ და ვარ ასე! მაგრამ, ახლახან მთლად სასწაულს შევესწარი, ქალი იტალიიდან საქართველოში იჯდა დედის პანაშვიდზე და დისტანციურად „სკაიპში“ ტიროდა... ჰოდა, რაღა დისტანციურ სწავლაზე გადაირიეთ, თქვე კაი ხალხო, ამათ შორის სწავლა დისტანციურად ყველაზე „ლაითი“ ამბავია, ჰოდა, უნდა შევეჩვიოთ, თორემ დავრჩებით მსოფლიოს გარეშე. პირადი კონტაქტი, ყვავილები მოგართვი, მასწავლებელო, თბილი ხელი, მოგეფერე და ჩაგეხუტე აწი, გრამაფონშია!!! აფსუს, რა ადამიანებით და სიყვარულით გატენილი წარსული მაქვს...

 

გაკო-ცეეეეეეეეეეეეეეეეეეთ ყვლააააააააააააას!!!

 

(1972 წელია კაცმა არ იცის, რა ხდება ამ გაკვეთილზე - რამეს ვუსმენთ, ვკითხულობთ თუ დასჯილები ვართ .. მე სუუუულ ბოლოში, პალტოების ქვეშ ვზივარ).

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner