logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ვავალებ მიშას!
- +

27 სექტემბერი. 2020. 20:55

 

 

 

ნაციონალურმა მოძრაობამ წინასაარჩევნოდ ახალი ტრიუკი მოიფიქრა სახელწოდებით – „დაავალე მიშას!“

 

კამპანიის იდეა ასეთია: ნაცმოძრაობის წევრები ამომრჩეველთან შეხვედრების დროს მათ პრობლემებსა და საჭიროებებს აღნუსხავენ, რომელთა გადაწყვეტასაც სააკაშვილი თავის თავზე აიღებს.

 

როდის შეასრულებს სააკაშვილი ქართველი ამომრჩევლისაგან მიღებულ დავალებებს? რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობა არჩევნებში გაიმარჯვებს, გაქცეული მიშა საქართველოში დაბრუნდება და პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.

 

და როდის მოხდება ეს ყველაფერი?

 

რა თქმა უნდა, მაშინ, როცა საქართველოში ქართველების ადგილს უცხოპლანეტელები დაიკავებენ და ყველა ქართულ ქალაქში მფრინავი თეფშების საპარკინგე ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

 

„ნაცსექტის“ წევრებსა და სააკაშვილის ფანკლუბის წარმომადგენლებს შეუძლიათ იმ მაგიური დროის დადგომას მოთმინებით დაელოდონ, მაგრამ საქართველოში უცხოპლანეტელთა მასობრივ დასახლებას ნამდვილად ვერ დაუცდიან ქართველი პენსიონერები, რომლებსაც სააკაშვილმა 8 წლის წინათ, პროგრამა „ღიმილიანი საქართველოს“ ფარგლებში ძველი კბილები დააძრო და ახლები აღარ ჩაუსვა.

 

ასე რომ, პირველი და ყველაზე მარტივი დავალება სააკაშვილისთვის – ქართველ პენსიონერებს, რომლებსაც 2012 წელს ძველი კბილები დააძრო და ახლები აღარ ჩაუსვა, უკრაინიდან ხარისხიანი პროთეზები გამოუგზავნოს.

 

გასაგებია, რომ სააკაშვილს დევნილობაში ფინანსურად ძალიან უჭირს და ფლორიდის პენტჰაუსი ბებიის – აწ განსვენებული მზია წერეთლის პენსიით შეიძინა, ხოლო ვილები ოდესასა და კიევში დედის – გიული ალასანიას ხელფასით აიშენა, მაგრამ როგორმე უნდა იმარიფათოს, თუნდაც „ურიის ვალი“ დაიდოს და ქართველი პენსიონერებისთვის კბილის პროთეზების პარტია გამოგზავნოს.

 

თუ სააკაშვილი ამ იოლ დავალებას შეასრულებს, მერე უფრო რთულ და მნიშვნელოვან მისიებსაც დავაკისრებთ. მაგალითად, მე, საქართველოს რიგითი მოქალაქე, რომელსაც საარჩევნო ხმის უფლება გამაჩნია და არჩევანის თავისუფლებაც კონსტიტუციით მაქვს გარანტირებული, სააკაშვილს ვავალებ:

 

დაუბრუნე საქართველოს 2008 წლის აგვისტოში დაკარგული ახალგორის რაიონი, კოდორის ხეობა და 150 სოფელი, გაიყვანე რუსული სამხედრო ბაზები და გააცოცხლე ქართველი ჯარისკაცები, რომლებსაც მუხათგვერდში ბულდოზერით გაუთხარე საძმო საფლავი!

 

გააცოცხლე სერჟანტი როინ შავაძე, რომელიც აგვისტოს ომში მტრის ტყვიებს გადაურჩა, მაგრამ ფრონტიდან დაბრუნებული შენი რეჟიმის ქილერებმა ბათუმში ჯერ სასტიკად აწამეს და შემდეგ დახვრიტეს!

 

გააცოცხლე პოლკოვნიკი გია კრიალაშვილი, რომელიც შენი რეჟიმის ჯალათებმა მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ სოლიდარობა გამოუცხადა მუხროვანის ბაზაზე დისლოცირებულ ქართველ სამხედროებს, რომლებსაც წაგებული ომისა და ბრძოლაში განცდილი დიდი დანაკარგის კვალდაკვალ, სამხედრო აღლუმზე გასვლა და ყალბ ზეიმში მონაწილეობა არ სურდათ!

 

გააცოცხლე პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, რომელიც შენი რეჟიმის ჯალათებმა გლდანის ციხეში წამებით მოკლეს, რადგან ადეიშვილის პროკურატურის მიერ შეთითხნილი აბსურდული ბრალდება – ჯაშუშობა და სამშობლოს ღალატი არ აღიარა!

 

გააცოცხლე რეინჯერი დათო ცინდელიანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი პაატა ქარდავა, რომლებიც აგვისტოს ომიდან ერთ კვირაში, აფხაზეთის კუდ-ის უფროსმა რომან შამათავამ ბათუმის ზღვაში კატერით გაიყვანა, დახვრიტა, ცხედრებს ბეტონის ნაჭერი მოაბა და წყალში ჩაძირა!

 

გააცოცხლე 55 წლის გაიოზ ოდიშელიძე, რომელსაც 2010 წლის 13 მარტს შენი მედიაქილერების მიერ შექმნილი „მოდელირებული ქრონიკის“ ყურებისას გული გაუსკდა, რადგან ეგონა, რომ ომი დაიწყო და რუსებმა თბილისი აიღეს!

 

გააცოცხლე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის დროს შენი მანქურთების მიერ ცემით მოკლული ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი, რომელთა ცხედრებიც მეტრო „თავისუფლების მოედანთან“ მდებარე მაღაზიის სახურავზე ელაგა, შენ კი იქიდან ორ ნაბიჯში სამხედრო აღლუმს მართავდი და წინა ღამეს სისხლით მორწყულ რუსთაველის გამზირზე ბრწყინვალების ორდენებს არიგებდი!

 

დაუბრუნა 26 მაისის აქციის დარბევისას რეზინის ტყვიით ამოთხვრილი თვალი ვაჟკაც და პატრიოტ ქართველს ბესიკ ტაბატაძეს!

 

დაუბრუნე 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისას ამოთხრილი თვალი ვაჟკაც და პატრიოტ ქართველს ირაკლი ხომასურიძეს!

 

გააცოცხლე და თავიანთ ოჯახებს დაუბრუნე შენი რეჟიმის მიერ დიდუბის ეკლესიასთან დახვრეტილი ბუტა რობაქიძე, მელიქიშვილის გამზირზე დახვრეტილი გურამ შარაძე, ჩოგბურთის კორტებთან დახვრეტილი ზურა ვაზაგაშვილი, მეტრო „რუსთაველთან“ დახვრეტილი გიორგი გამცემლიძე, ნავთლუღის ავტოსადგურზე დახვრეტილი მურად გორგაძე, რომან სურმანიძე და მარად ართმელიძე.

 

გააცოცხლე შენი რეჟიმის ჯალათების მიერ ოქროყანის ტყეში წამებით მოკლული სანდრო გირგვლიანი და მისი გმირი დედა ირინა ენუქიძე, რომელიც სამართლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა! ციხეში შეაბრუნე სანდრო გირგვლიანის მკვლელები, რომლებიც უკანონოდ შეიწყალე და შუბლზე მიიწებე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პირადად შენ და შენი ხელისუფლების ყველა შტო ხმაშეწყობილად მოქმედებით, რათა გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სიმართლე არ დადგენილიყო და მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო!

 

დაუბრუნე ძველი ცხოვრება, წართმეული ღირსება და ჯანსაღი ფსიქიკა იმ ქართველ კაცებს, რომლებიც შენი რეჟიმის ჯალათებმა ოდიშისა და ნარაზენის ტყეებში მოწყობილ საწამებელ ბუნაგებში გააუპატიურეს და მათდამი სოლიდარობის ნიშნად, ერთხელ მაინც დანებდი ყავარჯნიან მანქურთ თემურ უბირიას, რომელიც თითო კაცის გაუპატიურებაში 35 ლარს იღებდა!

 

დაუბრუნე ბიზნესი და ქონება ყველას, ვისაც 9 წლის განმავლობაში ატყავებდი და შუაღამისას ნოტარიუსებთან დაათრევდი, რათა მთელი ცხოვრების ნაშრომ-ნაოფლარი სახელმწიფოსთვის 1 ლარად ეჩუქებინათ!

 

აუნაზღაურე ფიზიკური, მორალური და მატერიალური დანაკარგი იმ 300 ათას მოქალაქეს, რომლებიც პენიტენციური სისტემის ჯურღმულებში ჩაყარე და საპროცესო შეთანხმებების ფორმით, 9 წლის განმავლობაში 8 მილიარდი ლარი წაართვი!

 

აი, ეს არის ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქისა და საშუალო სტატისტიკური ამომრჩევლის ძირითადი დავალებები სააკაშვილისადმი.

თუ სააკაშვილი ყველა ამ დავალებას შეასრულებს, თანახმა ვიქნები ჩამოეთრეს, ჩამოშავდეს და ჩამობნელდეს, ყველა წარდგენილი ბრალდება მოეხსნას, უკვე შეფარდებული სასჯელები გაუქარწყლდეს და პრემიერ-მინისტრის პოსტიც დაიკავოს!

 

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და სააკაშვილთან რამდენიმე დავალება მას შემდეგაც მექნება, რაც ჩამოეთრევა, ჩამოშავდება, ჩამობნელდება და პრემიერი გახდება:

 

მოაშოროს ძველ თბილისს „სააკაშვილის პამპერსად“ წოდებული შუშის ხიდი, რომელიც დედაქალაქის არქიტექტურული ანსამბლიდან აბსოლუტურად ამოვარდნილია და მის ისტორიულ იერსახეს ისე ამახინჯებს, როგორც რომან გოცირიძე – საქართველოს პარლამენტს და ნიკა გვარამია – ქართულ ტელესივრცეს!

 

გმირთა მოედნიდან აიღოს მის მიერვე დარჭობილი უსახური ბოძი, რომელიც სამშობლოსთვის თავდადებული გმირი ჯარისკაცების ხსოვნას ჩრდილს აყენებს და ლოგოდ შეეფერება ტელეკანალიზაცია „მთავარ არხს“!

 

რესპუბლიკის მოედნიდან აიღოს ორსაჭიანი ველოსიპედის ძეგლი და პარტიის ოფისში დაუდგას კახა ოქრიაშვილს, რომელსაც სვლაგეზი ისე აერია, ხან ნაციდან ქოცში მიძვრება, ხან კი ქოციდან – ნაცში!

 

დაბოლოს, მიშა, კიდევ ერთი დავალება შენთვის: როგორც კი ჩამოეთრევი, ჩამოშავდები და ჩამობნელდები, მაშინვე მოაშორე საქართველოს შენი პარტიული დროშა, რომლის სახელმწიფო სიმბოლოდ კურთხევაც არავისთვის გიკითხავს და მხოლოდ შენი პირადი ხუშტურით მოგვახვიე თავს! ასე რომ, ეგ დროშა როგორც მოგვახვიე, ისე დაახვიე, ტარი კი სადაც გინდა, იქ გაიკეთე!

 

აბა, შენ იცი, შეუდექი დავალებების შესრულებას და ეცადე, საშემოდგომო არ გამოგყვეს!

 

ჯაბა ხუბუა

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner