logo_geo
eng_logo
შორენა პაპაშვილი: ჩვენს აზროვნებაში და სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებაში ცვლილებების დროა, მეგობრებო!
- +

13 ოქტომბერი. 2020. 21:55

 

 

 

კითხვა მაქვს, როგორც ჟურნალისტს და კარგი იქნება ამ საკითხზე კომპეტენტური ადამიანები თუ მიპასუხებენ. როცა ვამბობთ, რომ საბჭოთა კავშირის დროს წაგვართვეს ესა თუ ის ტერიტორია. რომ საბჭოთა კავშირის დროს დატრიალდა ჩვენი ბედის ბორბალი უკუღმა. მთელი მონდომებით რომ ვანგრიეთ საქართველოში საბჭოთა პერიოდის ძეგლები, ამით დასრულდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენა? თუ საბჭოთა კავშირი დანაშაული იყო, სად არის მათ გამო წართმეულის დაბრუნების თუნდაც სურვილი? მას შემდეგ, ხომ შეიცვალა მსოფლიო? სადმე, რომელიმე საერთაშორისო ტრიბუნაზე ვაჟღერებთ, რომ საქართველოს ტერიტორიები საბჭოთა ლიდერების ხუშტურების გამო არნახულად დაზარალდა?

 

იმას ხომ ვამბობთ, - მეგობრებით და სტრატეგიული მოკავშირეებით ვართ გარშემორტყმულებიო? ჩვენს აზროვნებაში და სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებაში ცვლილებების დროა, მეგობრებო!

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner