logo_geo
eng_logo
დიტო ჩუბინიძე: სამშობლოს ღალატის მუხლით გასასამართლებელია სააკაშვილი, რომელიც ქართული მიწების „გასუხარებაში“ დიდი ხანია, შემჩნეულია!
- +

15 ოქტომბერი. 2020. 21:29

 

 

ილიჩი და ილიჩოვა

1921 წლის 16 მარტის მოსკოვის შეთანხმებით, ილიჩმა ოკუპანტ თურქეთს ძირძველი ქართული მიწები – შავშეთი, ერუშეთი, არტაანი და ფოცხოვი გადასცა.

 

მთლიანობაში ილიჩმა ათა-თურქს ქართული მიწის 12 ათას 115 კვადრატული კილომეტრი უფეშქაშა!

 

 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წინა კვირას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 308-ე მუხლით (საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება მიმართული უცხო ქვეყნისთვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და ამავე კომისიის ექსპერტ-კარტოგრაფი ნატალია ილიჩოვა.

 

 

გამოძიების ინფორმაციით, 2006-2007 წლებში, როცა კომისია საზღვრის დადგენაზე მუშაობდა, ილიჩოვამ და მელაშვილმა სახელმწიფოს შეგნებულად წინასწარ განზრახვით დაუმალეს 1938 წელს შედგენილი იმ რუკის დედანი, რომლითაც 1996 წლის ივნისში საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ორ ქვეყანას შორის საზღვარი უნდა დადგინდეს.

 

1938 წლის რუკის ნაცვლად, ილიჩოვამ და მელაშვილმა მიზანმიმართულად იხელმძღვანელეს და კომისიას ხელში შეაჩეჩეს მე–20 საუკუნის 70-80-იან წლებში გამოცემული რუკები, რითიც ისედაც ტერიტორიებმორღვეულ საქართველოს დამატებით 3500 ჰექტარი მიწის ფართობის დაკარგვის საფრთხე შეუქმნეს!

 

გამოძიებამ ილიჩოვას სახლის ჩხრეკისას 1938 წლის რუკის დედანი იპოვა!

 

როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, ბრალდებულთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს...

 

ხალხი უკვე დაუფარავად საუბრობს იმის შესახებ, რომ სინამდვილეში ვირის აბანოში შესაგდები და სამშობლოს ღალატის მუხლით გასასამართლებელია ნაცფიურერი სააკაშვილი, რომელიც ქართული მიწების „გასუხარებაში“ დიდი ხანია, შემჩნეულია!

 

თუმცა, ქართული ტრაგიკომედია ის გახლავთ, რომ ქვეყანაში, რომელსაც ამდენი მოღალატე ჰყავს, სისხლის სამართლის კოდექსიდან სწორედ სამშობლოს ღალატის მუხლია გამქრალი.

 

ეს საჯაყი საქმე 2004 წელს ქვეყნის მაოხრებელმა გზირმა და ობერმოღალატემ, იეღოველების ქვასროლია შპიონმა გიგა ბოკერიამ ჩაიდინა, რითიც ნაცისტ პაჭანიკებს ქვეყნის საღალატოდ მაზანდა გაუხსნა – კოდექსიდან მაინც ამოღებულია და აბა, თქვენ იცით, ასემც გიქნიათ, საქართველოს გაყიდვაში ჩემთვის და შადიმან ბარათაშვილისთვის გეჯობნოთო!

 

ხალხი ასახელებს დავითგარეჯის გაყიდვის სავარაუდო ფასს – 70-80 მილიონ დოლარს, რომელიც თავად სააკაშვილმა გათქვა, როცა უკრაინიდან ჩართვისას ფროიდისეული „წამოცდენა“ მოუვიდა და ჩამოარაკრაკა – ახლა გამონახავენ რომელიმე აზერბაიჯანელს მოსკოვში და ათქმევინებენ, რომ დავითგარეჯში 70-80 მილიონი გადამიხადაო!

 

 

ცნობილმა მწერალმა და მოაზროვნემ ირაკლი კაკაბაძემ საქართველოს ნაპრეზიდენტალს პირდაპირ დაადო ხელი და „ჭუტავიზიის“ ეთერში განაცხადა, რომ მოღალატე სააკაშვილმა დავითგარეჯი ყიზილბაშებს მიჰყიდა!

 

ასეა თუ ისე, უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა და გვეცოდინება, მელაშვილსა და ილიჩოვას შემთხვევით გვერდით ნაცსექტის იმ რაიხსმარშლებსაც ხომ არ მიუსვამენ, რომელთა დასტურის გარეშეც დავითგარეჯში თაგვიც ვერ გაფაჩუნდებოდა?!

 

 

მთელ ამ ისტორიაში ყველაფერთან ერთად ერთი საბედისწერო დამთხვევაა საინტერესო – თუ 1921 წელს საქართველოს ძირძველი ტერიტორიები ილიჩმა, ანუ სულაძაღლებულმა ვლადიმერ ლენინმა გააჩუქა, 2020 წელს ეს საქმე წარმატებით განაგრძო ილიჩოვამ, ანუ ქალბატონმა ნატალიამ, რომელიც, მგონი, ქართულად ენას პირში ვერ აბრუნებს, მაგრამ რატომღაც საქართველოს საზღვრების დადგენა დაავალეს!

 

 

საქვეყნოდ ცნობილია, რომ 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის შეთანხმებით ილიჩმა ოკუპანტ თურქეთს ძირძველი ქართული მიწები – შავშეთი, ერუშეთი, არტაანი და ფოცხოვა გადასცა.

 

მთლიანობაში ილიჩმა ათა-თურქს ქართული მიწის 12 ათას 115 კვადრატული კილომეტრი უფეშქაშა.

 

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რუსეთ-თურქეთის 1921 წლის 16 მარტის შეთანხმების ხელმოწერის დროს, საქართველოს კანონიერი მთავრობა ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, ჯერ კიდევ ბათუმში იმყოფებოდა.

 

რუსეთმა თურქეთს საქართველოს ტერიტორიები იმის სანაცვლოდ აჩუქა, რომ ოსმალეთს ამიერკავკასიაში ყოველგვარ პრეტენზიაზე უარი ეთქვა და იქ რუსეთის პროტექტორატი ეცნო!

 

ამ ვერაგული შეთანხმებით, რომელიც რა თქმა უნდა, ქართველი ერის ზურგს უკან მოხდა, ილიჩმა თურქეთს მთელი ის ქართული მიწები გადაულოცა, რომლებიც 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს რომანოვების იმპერიამ ოსმალეთს წაართვა.

 

როგორც ირკვევა, ილიჩის მიერ თურქეთისთვის გადაცემული ტაო-კლარჯეთის 12 ათას 115 კვადრატული კილომეტრის სანაცვლოდ ილიჩოვას აზერბაიჯანისთვის უნდა გადაეცა წითელი ხიდის მიმდებარედ არსებული ქართული მიწის 39,8 ჰექტარი.

 

თუ ათაშანგიანი ილიჩის დასტურით იმავე 1921 წელს ქართული მიწის 2367,44 კვადრატული კილომეტრი სომხეთსაც მიუთალეს, ილიჩოვას ჯანდარის ტბის მიმდებარედ აზერბაიჯანისთვის მისართმევად თუ მისათვლელად 272,1 ჰექტარი ფართობი ჰქონდა მოზომილი!

 

1921 წელს ილიჩმა აზერბაიჯანსაც ბლომად ქართული მიწები მიუერთა, მაგალითად, ზაქათალის ოლქი, რომლის ფართობიც 3993,89 კვადრატული კილომეტრი იყო.

 

თავის მხრივ, ილიჩოვას იმავე აზერბაიჯანისთვის ჯანდარის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით კიდევ ერთი ტერიტორია ჰქონდა შეგულებული საერთო ფართით 64,3 ჰექტარი.

 

ტვინგაწყალებული, მაგრამ ბოროტი ილიჩის ბრძანებით იმავე 1921 წელს აზერბაიჯანს აჩუქეს თბილისის მაზრაში შემავალი ქვემო ყარაიაზის სექტორისა და გარეჯის ველის 658,89 კვადრატული კილომეტრი, მაშინ, როცა ილიჩოვამ ჩიჩხიტურის კოშკისა და დავითგარეჯის მიმდებარედ 265,9 ჰექტარი მიწის ფართობი აზერბაიჯანს შემოუხაზა – თქვენია, მშვიდობაში მოგახმაროთო!

 

თუ ილიჩმა 1921 წელს ბორჩალოს მაზრის ნაწილი – ლოკ-ლალვარის ქედის ფერდობი სომხეთს გადასცა, ილიჩოვამ მაწიმისწყლის ხიდიდან მდინარის გასწვრივ მდებარე 408 ჰექტარი ქართული მიწა აზერბაიჯანს მიუზომა და 1939 წელს გამოცემული რუკაც საგულდაგულოდ გადამალა!

 

აი, ასეა ჩვენი საქმე, პატივცემულო მკითხველო!

 

სამწუხაროდ, საქართველოს მაოხრებელი ილიჩები და ილიჩოვები არა და არ დაელია!

 

საბედნიეროდ, არც ირაკლი ღარიბაშვილები და დავით ხიდაშელები ელევა საქართველოს, რომლებმაც ამჯერადაც ივაჟკაცეს და ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიერ გადამალული 1938 წლის ისტორიული რუკა იპოვეს!

 

მჯერა, ღარიბაშვილები და ხიდაშელები დაწყებულ საქმეს კეთილად განასრულებენ და წყეულ ილიჩებსა და ილიჩოვებზე ისტორიულ გამარჯვებას მოიპოვებენ!

 

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner