logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: მტკივა! და მიხარია, რომ ჩემი ძმობილი იყო!
- +

17 ოქტომბერი. 2020. 10:33

 

 

ალბათ ჩემზე უკეთ არც ვინმე იცნობდა და არც ვინმემ იცის მერაბ ბალარჯიშვილის
ფასი.

 

კომპეტენტურობის, საქმისადმი თავდადების, და პასუხისმგებლობის უკიდეგანო გრძნობა. და რაც მთავარია, უღალატო, ფანტასტიური ერთგულება - საკუთარ სიცოცხლეს ვანდობდი. და არა მარტო მე და ჩემი ოჯახი.

 

ტელე-რადიო-კომიტეტში ჩემი სამუშაო ოთახის სრული ბატონ-პატრონი, ჩემი არყოფნის შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვან სატელეფონო ზარებზე პასუხის გამცემი... რესპუბლიკის თავკაცი ხმაზე ცნობდა და ჩემთვის გადმოსაცემ დავალებას, თხოვნას, მითითებას, რჩევას პირდაპირ მას ეუბნებოდა, თანაც მისხალი ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ დავალება ზუსტად ისე შესრულდებოდა, როგორც ითქვა...

 

კრისტალური პატიოსნება, ყოველმხრივ, ყველგან და ყოველთვის.

 

24 წელი მედგა გვერდში. მაშინაც კი, როცა სამსახურებრივად ვალდებული არ იყო. შეუცვლელი პროფესია ჰქონდა - მერაბ ბალარჯიშვილობა!

 

მტკივა! და მიხარია, რომ ჩემი ძმობილი იყო!

 

 

მერაბ ბალარჯიშვილის ბიოგრაფიის სანახავად მიყევით ბმულს: 

https://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=135077

 

right_banner
არქივი
right_banner