logo_geo
eng_logo
ნინო ლაბარტყავა: ხაჭაპური რახან აჭამა მძევლებს ლიმონკაგახსნილმა ტიპმა, უკვე „ძაან კეთილი“ ყოფილა ამის გამო?
- +

23 ოქტომბერი. 2020. 15:05

 

 

 

მეგობრებო, მარტო საქართველოში არ ხდება ტერორისტის რომანტიზება.

 

ეგერ ანდრეს ბრეივიკი, ხალხს რომ მწყრებივით დასდევდა კუნძულზე და ხოცავდა, თაყვანისმცემლების წერილებს ვერ აუდის ციხეში.

 

ქალები ყველაფერზე არიან წამსვლელები, მასთან თუნდაც ერთი კოცნის გამო.

 

არადა, ტიპს ათობით ადამიანი ჰყავს დახოცილი.

 

ანუ „მარტო საქართველოში“ არ ხდება ბოროტმოქმედის გაფეტიშება.

 

არ დაგავიწყდეთ, საიდან მოვდივართ და კიდევ სად ვართ - ქმარმა რომ ცოლი გაიგდოს და სცემოს, მარა მერე ერთი ტკბილი სიტყვა უთხრას, ის ქალი ცემასაც ივიწყებს და ყველაფერსაც... ერთი კარგად მოქცევის და თბილი სიტყვის გამო...

 

და ახლა რატომ გვიკვირს, რომ ხაჭაპური რახან აჭამა მძევლებს ლიმონკაგახსნილმა ტიპმა, უკვე „ძაან კეთილი“ ყოფილა ამის გამო?

 

ესაა ზუსტად ფსიქიკური აშლილობა, რაღაც გამორჩეული, დამოკიდებულებითი ფორმაა და „სტოკჰოლმის სინდრომი“ ჰქვია ამას.

 

„ბიოტ? ზნაჩიტ ლიუბიტ!“ - აი, ქალების ეს „სასტავი“ ხარობს და აფეტიშებს დღეს ტერორისტს ძირითადად.

 

დანარჩენი ნაწილი კი უბრალოდ აყოლილია ამ იდიოტობას და ჟივილ-ხივილი აქვთ ატეხილი.

 

დედათქვენი, მამათქვენი, და ან ძმა წარმოიდგინეთ მძევლების ადგილას და მერე თუ ისევ „კაი ტიპი“ იქნებოდა ტერორისტი, მაინტერესებს ძალიან.

 

ან კიდევ ავთო გალდავას მოლაპარაკების შინაარსს რომ უწუნებთ - „გთხოვ“ რატომ უთხრაო თავდამსხმელს, ან „დედას გაფიცებო“... თქვენ თავი შიგნიდან ხომ არ გეფხანებათ? აბა, რა უნდა ეთქვა ამ მართლაც საოცარ, გმირ კაცს ყუმბარიანი ტერორისტისთვის? „მიეკაჩავებინა“ და „ებლატავა“? თუ რა?

 

ზუსტად იმ ფორმით მოლაპარაკებების გამართვის შედეგია ის, რომ თავდამსხმელმა საბოლოოდ მხოლოდ 3 თუ 4 ადამიანი დაიტოვა მძევლად, თავად გალდავას ჩათვლით.

 

ეს მოლაპარაკების ფორმაზე მოღლიცინე და მოქირქილე „სასტავი“ უნდა შეგიშვან ერთი ასეთ დროს ტერორისტთან და ერთ დაყვირებაზე რომ საკუთარ დედაში შეძვრებოდით შიშით, მერე კარგად  გაარჩევდით მოლაპარაკებების ფორმის სისწორეს!

 

გალდავა იმისათვის, რაც ბანკში  გააკეთა, არის გმირი!

 

P.S. მე პირადად თავდამსხმელს მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ მძევლებს არაფერი დაუშავა. რომ საღი აზრი შეინარჩუნა და მოლაპარაკებებს დათანხმდა. ფულის დედაც, ადამიანების სიცოცხლეა მნიშვნელოვანი!

 

დანარჩენში - ჩვეულებრივი ტერორისტია, ბოროტმოქმედი, ხელყუმბარაგახსნილი ავტომატიანი ნაძირალა!

 

 

right_banner
არქივი
right_banner