logo_geo
eng_logo
ნინო ლაბარტყავა: გიგი (შეგენაცვლები) უგულავამ - ეს სპეცოპერაცია ჩაფლავებულიაო... ოხ, როგორ უნდათ სისხლი ამ გველებს!
- +

23 ოქტომბერი. 2020. 20:30

 

 

ჟურნალისტი, ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გიგი უგულავას ეხმაურება:

 

„გიგი (შეგენაცვლები) უგულავამ თქვა - ეს სპეცოპერაცია ჩაფლავებულიაო...

ოხ, როგორ უნდათ სისხლი, ამ გველებს!

რა თქმა უნდა, "2 გვამი მინდა"-ს ხელისუფლების წარმომადგენლები სპეცოპერაციას წარმატებულად მხოლოდ მაშინ აფასებენ, როცა მსხვერპლია. როცა მინიმუმ 2 გვამია.

უმსხვერპლოდ ჩატარებულ სპეცოპერაციას კი "წარუმატებელს" უწოდებენ...

ეს მანიაკების სექტა ეს!

ამათ როგორ აძლევთ ხმას, თუ მესმოდეს, აი რა ვიცი რა...“ -წერს ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“

 

 

right_banner
არქივი
right_banner