logo_geo
eng_logo
გიორგი გიგაური: სააკაშვილის ხროვა და ბოკერიას სექტა ერთმანეთს „ასავალ-დასავალის“ საზეპიროებით ეკინკლავებიან!
- +

26 ოქტომბერი. 2020. 02:28

 

სააკაშვილისა და ბოკერიას ბანდებს შორის ომი მაშინ დაიწყო, როდესაც ამ ორიოდე თვის წინათ საერთაშორისო მაწანწალამ უკრაინიდან დასჭყივლა – მე ქრისტიანულ ტრადიციულ ოჯახში ვიზრდებოდი და ქართულ ეკლესიას მე კი არ ვმტრობდი, არამედ ანტიქრისტე გიგა ბოკერიაო... მაშინ ჩვენს გაზეთში დავწერეთ კიდეც სააკაშვილმა ბოკერიას „ასავალ-დასავალის“ ციტატებით დაუწყო დაბომბვაო!

 

და აი, გასულ კვირას ზურაბ ადეიშვილის ყოფილმა ტურფა მოადგილემ, დღესდღეობით კი უკვე ბოკერიას პარტიის ნაცყოფილმა „სახემ“ ოთო კახიძემ სააკაშვილს ვრცელი ფეისბუქ-პოსტი გაუშანშალა პუნქტებად ჩამოყალიბებული ბრალდებებით! მაგალითად, ასეთით:

 

„ასავალ-დასავალის“ გზავნილით თავს დაგვესხა – ბოკერია ქრისტიანობას და ტრადიციებს ებრძოდა, მე კიდევ ჯვარს ვატარებდიო, მოგვახსენა, ლიბერალიზმს, უმცირესობების დაცვასა და სეკულარიზმს გაემიჯნა ხმებზე სანადიროდ...“

 

ანუ ოთო კახიძემ სააკაშვილი დაამუნათა და დაანამუსა – ზუსტად იმას გვიყენებ ბრალდებად, რასაც „ასავალ-დასავალიო“!

 

ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, როგორ გულდასმით კითხულობდნენ და კითხულობენ „ასავალ-დასავალს“ „ნაცები“ და „ნაცყოფილები!“

 

ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ სააკაშვილისა და ბოკერიას პარტიული სექტები ერთმანეთთან საომრად „ასავალ-დასავალის“ მდიდარი იდეოლოგიური მემკვიდრეობით საზრდოობენ!

 

ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ იმაზე მეტყველებს, რომ ქართულ პოლიტიკაში „ასავალ-დასავალი“ იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ე.წ. ძირითადი მოთამაშეებიც კი ჩვენი გაზეთის მიერ შექმნილი დღის წესრიგით არკვევენ ურთიერთობებს!

 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავად სააკაშვილმა აღიარა „ასავალ-დასავალის“ გადამწყვეტი როლი მისი ხროვის ხელისუფლებიდან გაპანღურებაში, როდესაც 2012 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოდან კურდღელივით გაქცევამდე, ათამდე ტელეკამერის წინ ამოიგმინა: ჩვენ დავმარცხდით იმიტომ, რომ ხალხმა დაუჯერა „ასავალ-დასავალის“ პროპაგანდას!

 

მას შემდეგ სააკაშვილის საერთაშორისო მაწანწალობის 7 წელი გავიდა და როგორც ჩანს, „ნაცთა“ ფიურერი მიხვდა, რომ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად საჭიროა ხალხს იმავე ენითა და იდეოლოგიით ელაპარაკოს, რომელი ენითა და იდეოლოგიითაც ასე მწარედ დამარცხდა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე!

 

ჰოდა, სააკაშვილმა კარგად დააკონსპექტა და დაიზეპირა „ასავალ-დასავალის“ სტატიები და დაუშვა კიდეც ბოკერიას თავში აგურებივით!

 

რა თქმა უნდა, ეს ძალიან სახალისოა!

 

რა თქმა უნდა, ძალიან სასეიროა, როდესაც პირწავარდნილი ლიბერასტი, სოროსელი სააკაშვილი პირდაპირ ეთერში გულისპირშეხსნილი ჯვარს „აპიარებს“ და „ასავალ-დასავალის“ ქართულ-ეროვნული მამულიშვილური ტექსტებით იჭაჭება!

 

მაგრამ, როგორც ძველ ტიკჭორაში ვერ ჩაასხამ ახალ ღვინოს და როგორც ვადაგასული მეძავი ვეღარ გახდება საროსკიპოს „პრიმადონა“, ისე სააკაშვილი ვერ გადაიქცევა ეროვნულ მოღვაწედ!

 

ჯვრის ტარება რომ შველოდეს საქმეს, აგერ, თინა ხიდაშელი ყოველი არჩევნების წინ შეიბამდა ხოლმე ჯვარს, მაგრამ დღეს არც ის არსებობს პოლიტიკაში და აღარც მისი მშობლიური რესპუბლიკური პარტია... სხვათა შორის, ესეც „ასავალ-დასავალის“ დიდი დამსახურებით!

 

გიორგი გიგაური

 

 

right_banner
არქივი
right_banner