logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: გეშინოდეს, შენგან სიცოცხლე წართმეული და სიცოცხლემოძულებული ადამიანების
- +

27 ოქტომბერი. 2020. 23:59

 

 

ხმის ამოღებას აღარ ვაპირებდი, მაგრამ საშველს აღარ მაძლევს ეს ნაძირალა, დღეს  თვალებს არ ვუჯერებდი, რომ დავხედე და ჩემს  ტელეფონში მისი გვარი და სახელი დავინახე, ტანში დამცრა და ყველაფერი განმიახლდა - შენ გადაშენდი - უნებურად ვთქვი, რის სამსახურის შენარჩუნებას მპირდები, სამსახურიც მქონდა და ოჯახიც და არ დამაყენე, სანამ ულუკმაპუროდ არ დამტოვა შენმა დოქსოპულოებმა.

 

 მანამდე კარდაკარ მატარეს, გამომძიებლები მიგზავნეს, დიდი კრიმინალივით დაკითხვები მიწყვეს, დაუსრულებელი იყო განსაცდელი...

 

სხვათა შორის, ზუსტად ხვალ ხდება 12 წელი, რაც შენგან დევნილობაში  მყოფი, ჩემი მეუღლე არ იმსხვერპლე...

 

კარგა ხანია სამუდამოდ  შემოგხაზე და შენი სახსენებლის გაგონება აღარ მინდა,  სანამ ვარ, ჩემგან ყოველთვის გექნება-არააააააა, არა და მორჩაა, ნუღა მეჩხირები და მახსენებ შენ სიავეებს, რას მემესიჯები, ხელებს დაგამტვრევ კი არა, შეიძლება თვალებიც გამოგთხარო, ვინა ხარ შენ.

 

ვიიინ, ეშმაკის მოციქულო  კაციჭამია!!!

 

 რა გინდა ამ ჩემი ქვეყნისგან. რა არ მოგწონს რაა, შენ რო ვერ ძიძგნი და სისხლს ვერ წოვ ადამიანებს?  გეშინოდეს, შენგან  სიცოცხლე წართმეული და სიცოცხლემოძულებული ადამიანების, მათი აჩრდილები იქ დაგხვდებიან  და მოგიწევს პასუხის გაცემა ყველაზე დიდ სამსჯავროზე!!!

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner