logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: გებელსის „ათ მცნებას“ სახელმძღვანელოდ იყენებდნენ მისი „ხუთოსანი“ მოწაფე მიშა სააკაშვილი და ნაციონალების ორივე ფრთის გურუ - ლევან რამიშვილი
- +

29 ოქტომბერი. 2020. 19:05

 

 

„სტატუსი მძიმე ასოციაციებით:

 

„პროპაგანდისტული ტყუილი დაუსრულებლად უნდა იმეორო. ძნელია, არ მოინუსხო ტყუილის მაგიით, თუკი ხედავ, რომ მას სულ უფრო მეტი ადამიანი იჯერებს“.

 

ეს სიტყვები ეკუთვნის გერმანიის სახალხო განათლების რაიხსმინისტრს, იმპერიის კულტურის პალატის (და, ალბათ, ოპერის მოყვარულთა საზოგადოების) პრეზიდენტს, ნაცისტ დამნაშავეს და პროპაგანდის „მამას“ პაულ იოზეფ გიობბელს, რომელსაც ყველა გებელსად მოიხსენიებს. მან ხელში ჩაიგდო მასმედიის, მათ შორის რადიოსა და ტელევიზიის სადავეები, რასაც მასების ადვილად დამორჩილების მიზნით იყენებდა (ღმერთო, რა ნაცნობი ფენომენია).  ამასთან, მან ნაცისტების სიმბოლოს - „სვასტიკის“ (ჩვენს შემთხვევაში - ხუთიანის) ფერად შეარჩია ხასხასა წითელი,  უპირველესად იმიტომ, რომ იგი ადვილად იპყრობდა მასების ყურადღებას. 

 

დღეს გაგაცნობთ პროპაგანდის  „მეფის“ 10 „მცნებას“, რომელიც აუცილებლად გაგიჩენთ ასოციაციებს ჩვენი უახლესი წარსულისა და დღევანდელობის მიმართ. მანამდე გეტყვით, რომ ეს ყოვლად ამაზრზენი არსება ქვეყანას მოევლინა 29 ოქტომბერს და მისი საბედისწერო დაბადების შედეგი იყო საკუთარი 6 შვილის და მილიონობით სხვა ადამიანის მოკვლა, მასების წამება, ღირსების აყრა და...

 

გებელსის ყველაზე მძლავრი იარაღი იყო პროპაგანდა და დემაგოგიური, ჰიპნოზის ძალის მქონე რიტორიკა... ამბობდა, პროპაგანდის ყველაზე ცუდი მტერი ინტელექტიაო და დატოვა კიდეც პროპაგანდის მისეული „რეცეპტი“, რომელსაც, მრავალი წლის შემდეგაც კი, სახელმძღვანელოდ იყენებდნენ მისი „ხუთოსანი“ მოწაფე მიშა სააკაშვილი და ნაციონალების ორივე ფრთის გურუ - ლევან რამიშვილი.

 

მაშ ასე... გებელსის „ათი მცნება“:

 

  1. პროპაგანდის ერთადერთი მიზანი უნდა იყოს მასების დამორჩილება;

 

  1. მასების დამორჩილების მიზნით მისაღებია ნებისმიერი საშუალება, მთავარია, რომ პროპაგანდა იყოს ეფექტური;

 

  1. სიმართლის შემცველი, ანუ „თეთრი“ ინფორმაციის გარდა, აუცილებელია, გამოყენებული იქნას „რუხი“, ანუ ნახევრად მართალი და „შავი“, ანუ აშკარა სიცრუის შემცველი ინფორმაციაც, რამეთუ მიზანია არა სიმართლე, არამედ ეფექტი;

 

  1. იმისთვის, რომ მასებს არ გაუჩნდეთ ეჭვი, „გზავნილი“ უნდა იყოს პრიმიტიული, დაზუსტებების გარეშე, მოკლე ლოზუნგების სახით;

 

  1. პროპაგანდა უნდა ზემოქმედებდეს გრძნობებზე და არა გონებაზე, რამეთუ მასას, როგორც წესი, ქალური ბუნება გააჩნია;

 

  1. პროპაგანდის ყველაზე დიდი მტერია ინტელექტი;

 

  1. პროპაგანდა გათვლილი უნდა იყოს ყოველთვის და მხოლოდ მასებზე და არა ინტელიგენციაზე, ამიტომ იგი მათთვის ადვილად გასაგებ ენაზე უნდა გავრცელდეს;

 

  1. პროპაგანდამ, განსაკუთრებით ომის დროს, უარი უნდა თქვას ჰუმანიზმსა და ესთეტიკაზე, რამეთუ სახელმწიფოებრივი ბრძოლისას საქმე ეხება არა რაიმეს, ან ვინმეს, არამედ თავად სახელმწიფოს ყოფნა–არყოფნას;

 

  1. პროპაგანდა ვერ იქნება ობიექტური, იგი უნდა იყოს სუბიექტურად ცალმხრივი;

 

  1. რაც უფრო ამაზრზენია ტყუილი, მით უფრო ადვილია მისი დაჯერება და გავრცელება (სინამდვილეში, ეს ჰიტლერმა თქვა – „Mein Kampf“–ში, მაგრამ გებელსს მიაწერეს, თუმცა, ეს სულ სხვა ისტორიაა და, ვფიქრობ, არც არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის).

 

right_banner
არქივი
right_banner