logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: ჩვენ და „ოცნება" აუცილებლად გავიმარჯვებთ!
- +

29 ოქტომბერი. 2020. 20:16

 

 

კი მარა, ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ არჩევნებამდე 2 დღით ადრე "ოცნების" მხარდამჭერები შევკრებილიყავით თავისუფლების მოედანზე და მთელი მსოფლიოსთვის დაგვენახვებინა, რამდენი ვართ?!

 

„ნაციონალები“ ცდილობენ, რომ ერთმანეთისგან 1 მეტრით დაშორებული სკამებით შექმნან ხალხის სიმრავლის ილუზია... შუაშისტებს კიდევ  ეს უნდოდათ? შეიძლება, მართლაც იფიქრონ, არიქა, მიშა მოდისო...

 

რატომ უნდა მიგვეყვანა საქმე აქამდე?

 

ესენი 2013 წელშივე უნდა ამოგვეშანთა, რასაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ითხოვდა და რაზეც მეც გამუდმებით ვწერდი.

 

ასე იცის ბიძინას დაუმსახურებელმა თათხვამ...

 

ასე იცის თავსმოხვეულმა კოჰაბიტაციამ და "ოცნების" მხრიდან დემოკრატობანას თამაშმა...

 

და ბოლოს...

 

ჩვენ და "ოცნება" აუცილებლად გავიმარჯვებთ!!!

 

 

right_banner
არქივი
right_banner