logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: ქართველი ხალხი არასოდეს დააბრუნებს სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში
- +

21 ნოემბერი. 2020. 12:11

 

 

ვულოცავთ ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას!

 

ბიძინა ივანიშვილმა და ქართველმა ხალხმა, მისმა ჯანსაღმა და მოაზროვნე ნაწილმა, კიდევ ერთხელ იხსნეს საქართველო კრიმინალების, მკვლელების, მოძალადეების, მოღალატეების და ქვეყნის გამყიდველების მორიგი შემოსევისგან.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება, თავისი მნიშვნელობით, 2012 წლის გამარჯვების ტოლფასია.

 

უფრო ზუსტად, 2020 წლის გამარჯვება 2012 წლის გამარჯვების გაგრძელებაა, რომელსაც, თავის მხრივ, კიდევ სხა გაგრძელებები უნდა მოჰყვეს და მანამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ „ნაცმოძრაობა“ ბოლომდე არ დამარცხდება.

 

არჩევნები დამთავრდა ისე, როგორც უნდა დამთავრებულიყო – „ქართული ოცნების“ გამარჯვებით და „ნაციონალების“ დამარცხებით.

 

სულ ტყუილი აღმოჩნდა „ნაცების“ ბელადის ქადილი – მთელი საქართველო ჩვენ გვიჭერს მხარს და 31 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ დავასრულებთო.

 

„ქართული ოცნების“ დასრულება არ გამოვიდა, სამაგიეროდ, სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, სამუდამოდ დასრულდა.

 

სააკაშვილი, არა მარტო საქართველოს, არამედ 21-ე საუკუნის დემოკრატიული მსოფლიოს სირცხვილი და თავლაფდასხმა, ჰიტლერის უბადრუკი კლონი, დასრულდა!

 

2020 წლის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველი ხალხი არასოდეს არ დააბრუნებს სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში.

 

განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება!

 

სულ ტყუილად ჰგონიათ „ნაციონალებს“, ბიძინა ივანიშვილს თუ მოვიშორებთ, მერე იოლად და დაუბრკოლებლად დავიბრუნებთ ძალაუფლებასო.

 

ბიძინა ივანიშვილმა კი არა, ქართველმა ხალხმა გითხრათ თქვენ მტკიცე უარი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ საპარლამენტო არჩევნებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თქვენ კიდევ რეალობისთვის თვალის გასწორება და ბედთან შეგუება არ შეგიძლიათ.

 

არაფერი გიშველით „ნაციონალებო“, გინდა სამად გაიყავით, გინდ ხუთად, გინდ ათად, გინდ სხვადასხვა სახელები დაირქვით, გინდ პასპორტი გადაიკეთეთ, გინდ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთეთ. ქართველი ხალხი მაინც არ მიგიღებთ და მაინც არ გაპატიებთ იმ უდიდეს ტკივილს და შეურაცხყოფას, რაც თქვენ მიაყენეთ.

 

– ქართველ ხალხს არჩევნები მოპარეს!

 

– ქართველ ხალხს არჩევნები წაართვეს! – წიოკობენ ნაციონალები. რომელ ქართველ ხალხზე ლაპარაკობთ, თვე ფარისევლებო და დემაგოგებო, იმ ერთ მილიონ ქართველ ხალხს ხალხად არ თვლით, რომელმაც ხმა არ მოგცათ?

 

სიმართლეს თვალს თუ გავუსწორებთ, სწორედ ის ერთი მილიონი ქართველი ხალხია ნამდვილი ქართველი ხალხი და არა განსჯის უნარდაკარგული ის მასა, რომელიც დღემდე მიშა-მიშას გაიძახის და ვერც კი აცნობიერებს, რა ცოდვის კალო დატრიალდება საქართველოში, ხელისუფლებაში კვლავ ის ფაშისტურ-კრიმინალური ძალა რომ მოვიდეს, რომელმაც ამდენი უბედურება მოუტანა ქვეყანას.

 

„ნაცმოძრაობის“ რადიკალური მოწინააღმდეგეების რიცხვი მხოლოდ ერთი მილიონით არ ამოიწურება. ამ ერთ მილიონს შეიძლება დავამატოთ კიდევ ერთი მილიონი, რომელიც არჩევნებზე არ მივიდა.

 

ეს ის ელექტორატია, რომელიც რაღაცით განაწყენებულია „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია „ნაცმოძრაობა“, როგორც „ქართული ოცნების“ ალტერნატივა.

 

კრიზისული სიტუაცია რომ შეიქმნას და „ნაცმოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შორის არჩევანის გაკეთებამ რომ მოუწიოს, ეს ერთი მილიონი უყოყმანოდ გაილაშქრებს „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ.

 

ასე რომ, გაუგებარია, რომელ ქართველ ხალხს მოუწოდებთ თქვენ, ნაცებო და რომელი ქართველი ხალხის სახელით ეწევით უტიფარ სპეკულაციას?

 

– გაგვაგონეთ თქვენი ხმა, ქართველებოო! – რომ გაჰყვირით, იმდენს ნუ იზამთ, მართლა გაგაგებინოთ ქართველმა ხალხმა თავისი ხმა და ამ ხმას ერთი ისეთი მამა-პაპური ჭიტლაყიც მოაყოლოს, რომ თქვენგან არაფერი არ დარჩეს.

 

თუ ჭკუას არ მოეგებით, თუ არ დაოკდებით, ჟარგონის ენაზე რომ ვთქვათ, ამ ჭიტლაყს გაუჩალიჩებთ თქვენ საკუთარ ავს და მერე ნაწყენი ნუ დარჩებით...

 

ბევრი ივაგლახეს, ბევრი იგლახავეს, ბევრი მტვერი და ნაცარი დააყენეს „ნაცმოძრაობის“ განაყოფებმა, ბევრი იძახეს დამოუკიდებელი პარტიები ვართო, ბოლოს კი იმით დაამთავრეს, რომ არც მეტი, არც ნაკლები, თვითონვე დაადასტურეს, რომ სააკაშვილის ყურმოჭრილი მონები არიან!

 

სხვებს ეძახდნენ მონებს და დამტკიცდა, რომ თვითონ არიან სააკაშვილის ყმები და მონები!

 

სააკაშვილი უბრძანებს „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შეხვიდეთო და ესენიც გაიქცევიან მიშას „მმაჩის ბიუროში“ და „ნაცმოძრაობის“ „როენა მამიდასთან“ – ნიკუტა გვარამიასთან, რომელიც პოლიტიკური დაქორწინება-განქორწინების საკითხებს აკვარახჭინებს, ერთგულების ფიცს აწერენ ხელს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევლენ.

 

სააკაშვილი უბრძანებს პარლამენტში არ შეხვიდეთო და ესენიც ცუგებივით კუდის ქიცინით მოწკავწკავდებიან და ზარ-ზეიმით აწერენ ხელს „დოკუმენტს“, რომ პარლამენტში ფეხს არ შეადგამენ!

 

სააკაშვილმა რომ უთხრას კლდიდან გადახტითო, გადახტებიან! თქვენი გადანაფურთხი ალოკეთო – ალოკავენ!

 

ეს ბოკერიები და უგულავები, ეს ბაქრაძეები და ოქრუაშვილები, ეს ჯუნიორა ვაშაძეები და „გირჩები“ თავს ვერასოდეს დააღწევენ მიშას მონობას, რადგან წინდახედულ მიშას იმდენი კომპრომატი აქვს თითოეულ მათგანზე, ათ კაცს ეყოფა დასაჭერად და გასაფუჭებლად.

 

კიევიდან მიღებული ბრძანების თანახმად, მიშას მონები ამბოხებას აპირებენ.

 

– ცესკოს შემადგენლობა უნდა გამოიცვალოს და ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს! – მოითხოვენ „ნაციონალები“.

 

ახალი არჩევნები კი არა, ის უნდა გაკეთდეს, რაც ამ რვა წლის განმავლობაში არ გაკეთდა და რის გამოც არიან დიდ გულზე ეს კრიმინალები – მათი დანაშაულების მამხილებელი ყველა სისხლის სამართლის საქმე ერთად უნდა შეიკრას და სასწრაფოდ უნდა გაიმართოს ქართული ნიურნბერგის პროცესი!

 

დამნაშავეების ადგილი პარლამენტში კი არა ციხეშია!

 

დამნაშავეებს რომ ვამბობ, დამნაშავეები მარტო „ნაციონალებს“ და მათ განაყოფებს არ ვგულისხმობ.

 

თავისი წილი მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს – მამუკა ხაზარაძეს, ნინო ბურჯანაძეს, „ჯუნიორ“ ვაშაძეს, ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძეს, თვით „პატიოსან“ ალეკო ელისაშვილსაც...

 

რაც შეეხება შალვა ნათელაშვილს, მისი ადგილი ციხეში არ არის – მისი ადგილი საგიჟეთშია!

 

რა გამოდის? პარლამენტარებს ვირჩევთ თუ პარლამენტში დამნაშავეებს ვუშვებთ ოთხწლიან „სროკზე“?

 

– ეგენი რომ არ შევიდნენ პარლამენტში, დავიღუპებით... ოპოზიციის გარეშე ლეგიტიმაციის საკითხი ეჭვქვეშ დადგება... ოპოზიციის გარეშე დემოკრატია ვის გაუგონია? – ვიშვიშებენ ვიღაც-ვიღაცები და „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან მოლაპარაკება-მორიგებისკენ მოუწოდებენ.

 

არ არიან ესენი ოპოზიციონერები! ესენი ჩვეულებრივი მოძალადეები არიან, რომლებიც 20 წელია ქართველ ხალხს ძველბიჭურად „ექაჩებიან“ და იმის დათრევას“ ცდილობენ, რაც მათ არ ეკუთვნის.

 

ეს უმსგავსობა სადღაც უნდა დამთავრდეს!

 

ამიტომ, არავითარი დათმობა მოძალადეებს!

 

არავითარი კომპრომისი შფოთის ამტეხი პროვოკატორების წინაშე!

 

არცერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან საქართველოა, რომლის წართმევას და დაპატრონებას ცდილობენ ეს კრიმინალები, მკვლელები და ქვეყნის გამყიდველები!

 

ახლა კი იმ 26 პროცენტს მინდა შევეხმიანო, რომელმაც „ნაცმოძრაობას“ მისცეს ხმა.

 

ახალს ვერაფერს ვიტყვი, ამიტომ ჩემი წერილიდან ერთ ფრაგმენტს შემოგთავაზებთ, სადაც ჩემი აზრით, ყველაფერი ნათქვამია („საერთო გაზეთი“ №34).

 

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ: როცა მკვლელების, მოძალადეების, გამყიდველების, მოღალატეების, ყაჩაღების, ადამიანთა მწამებლების პარტიას აძლევ ხმას, თვითონაც პოტენციური მკვლელი ხარ, თვითონაც მოძალადე, გამყიდველი და ყაჩაღი ხარ და როცა ასეთი ადამიანების რაოდენობა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, ასეთ ქვეყანაში და ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება შეურაცხმყოფელია, მიუღებელია, დამამცირებელია.

 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საზოგადოება, რომელსაც პარანოიისა და ფსიქოპათიის ნიშნები ეტყობა, სახიფათო და საშიში საზოგადოებაა.

 

ასეთ საზოგადოებას არაფრის შექმნა დ აშენება არ შეუძლია, ის მხოლოდ ანგრევს და ანადგურებს, თუმცა, ჰგონია, რომ აშენებს.

 

შეიძლება, არაინფორმირებულობის გამო რაღაც შეგეშალოს, შეიძლება ზედმეტად ენდო ვიღაცას დ არჩევანში შეცდომა დაუშვა, მაგრამ, როცა ყველაფერი იცი, როცა ყველაფერი ცნობილია, როცა სახეზეა უამრავი შემზარავი დანაშაული და ხმას მაინც ამ დანაშაულებების ჩამდენებს აძლევ, ამას რა გამართლება ან რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს?

 

და როცა ამას აკეთებს არა ერთი და ორი, არამედ 400-500 ათასი ადამიანი, არ შეიძლება ამ ციფრმა არ შეგაკრთოს და არ დაგაფიქროს იმ ქვეყნის ბედზე და მის მომავალზე, სადაც ყოველი ოთხი კაციდან ერთი მაინც მოქალაქედ არ ვარგა.

 

სააკაშვილმა არა მარტო უდიდესი მატერიალური ზიანი მიაყენა ქვეყანას, არამედ სულიერადაც სცადა მისი გატეხვა და დაბეჩავება. სწორედ ამით აიხსნება პატიმრებით გადატენილი ციხეები, სასამართლოს წნეხქვეშ გატარებული 300 ათასი პრობაციონერი, ადამიანების დემონსტრაციული, საჩვენებელი დახვრეტები ქუჩებში, პატიმრების წამება, ზღვარგადასული სისასტიკე და ხაზგასმული სადიზმი.

 

ვინც ამის ჩამდენ კაცს ხმას აძლევს, ის მასზე უარესია და როცა ქვეყანას 500 ათასამდე სააკაშვილზე უარესი ჰყავს, იმ ქვეყანას რა უნდა ეშველოს“?!

 

„ნაცმოძრაობა“, სააკაშვილი და სააკაშვილის მონები ბიძინა ივანიშვილს ემუქრებიან.

 

ბიძინა ივანიშვილს კი არა, სინამდვილეში ჩვენ, ქართველებს „გვეკაჩავებიან“ ეს არამზადები და თავიანთი ჭკუით გვაშინებენ და გვაშანტაჟებენ – პარლამენტში არ შევალთო...

 

არ შეხვალთ და ნუ შეხვალთ, თქვენი დედაც...

 

 

ვახტანგ ხარჩილავა

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner