logo_geo
eng_logo
სირცხვილია – 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ლელა ვეფხვაძე კვლავ ქირით ცხოვრობს!
- +

9 აპრილი. 2016. 13:19

 

„9 აპრილის ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა და ამ დღის გახსენებისას, შეუძლებელია, თვალწინ არ დაგიდგეთ უსინათლო მომღერალი ქალბატონი - ლელა ვეფხვაძე. ის ამ დღის ერთგვარ სიმბოლოდ, მისი სიმღერა კი 9 აპრილის ჰიმნად იქცა.

  

დღეს მისი სიმღერის მოსმენა მხოლოდ მეტროში შეგიძლიათ. მოწყალების სათხოვნელად ქუჩაში 1992 წელს გავიდა. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. მეტროში ყოველდღე 4 საათს ატარებს. შემოქმედებით ნაშოვნი ფულით თავს ხუთი ადამიანი ირჩენს. ნაქირავებ ბინაში მეუღლესთან, ორ ქალიშვილთან და სიძესთან ერთად ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ სახლში სამი უსინათლოა, დროებით სოციალურად დაუცველის სტატუსი შეუჩერეს.

 

მეტროში 9 აპრილის ცნობილ სალაღობოს არასდროს მღერის, თუმცა ლელა ვეფხვაძემინფო 9"-სთვის გამონაკლისი დაუშვა".


„ინფო 9-ის" მიერ რამდენიმე წლის წინ მომზადებული ეს სიუჟეტი, შეგნებულად შემოგთავაზეთ უცვლელად. არც სათაური შეგვიცვლია. დიახ, არც ჩვენ შეგვიცვლია იმიტომ, რომ არც ამ ქალბატონის ცხოვრებაში შეცვლილა რაიმე - ერთის გარდა: იმ" სიმღერას აღარ მღერის! (?!)


ერთი შენიშვნა უნდა მომიტევონ სიუჟეტის ავტორმა, ჩემმა ახალგაზრდა კოლეგებმა: ლელა ვეფხვაძე ქუჩაში მოწყალებას არ ითხოვს - იგი მუშაობს!


საოცარი ქალბატონია! რაც მაშინ, ტანკების წინ ამაყად თავაწეულმა, უშიშრად იმღერა, დღეს ის სიმღერა შემოსავლის წყაროდ არ გაიხადა. სულგრძელობით, შესაშური კულტურით, ადამიანური სითბოთი და ტაქტით დგას მათ რიგში, ვინც თავს არასოდეს შეგახსენებს. არადა, როგორი ლამაზი ნაბიჯია! თავს ირჩენს სიმღერით, და ცხოვრობს - როგორც მერაბ კოსტავამ თქვა: „...იმ უდიდებულესი წამით..." - ყოველდღიურობაში რომ არ გაუცვლია და არასოდეს გაცვლის! იმ დღეს ნამღერისალაღობო" იქვერუსთაველზე" დარჩა - იმ დღის სიმბოლოდ და ყელში ბურთივით გაჩრილ ცრემლიან მოგონებად! სწორედ ეს საქციელია ის, რაც ამ ქალბატონს  „განსაკუთრებულის" მანტიაში ჰხვევს და ჩვენგანაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს!


არც ზოგადად ხელისუფლების, არც კონკრეტულად რომელიმე ჩინოვნიკის მისამართით ხელის გაშვერას ნამდვილად არ ვაპირებ! არ ვაპირებ, არც იმას, სხვა ქვეყნების მაგალითებით ვარიგო ვინმეს ჭკუა - როგორ უნდა მოიქცეს.   


ლელა  ვეფხვაძე  მხოლოდ  9 აპრილის კი არა - დღევანდელი ცხოვრების  წესითაც  მისაბაძი ადამიანური ზნეობის სიმბოლოა და ასეთ სიმბოლოს ერი, საზოგადოება ერთად უნდა უვლიდეს და პატრონობდეს!

 

 

იგი ქუჩაში შეიძლება მღეროდეს - ეს შეიძლება მისი სამსახური იყოს, მაგრამ არ შეიძლება ქუჩაში ცხოვრების საშიშროების წინაშე იდგეს!  ეს ჩვენგან საფიქრალი და მის მიმართ გასაწევი სამსახურია.


ფორმის და ტაქტიანი ნაბიჯის მოფიქრებაც არ გახლავთ ძნელი. მთავარი ჩვენი მონდომება, სურვილია, რომელსაც არა მგონია, წინ რაიმე აღუდგეს. ყოველ შემთხვევაში, ტანკის წინაშე დგომა, ალბათ, ბევრად უფრო მძიმეა! და მაინც - ეს დავით ნარმანიამ უნდა იცოდეს! ეს გიორგი კვირიკაშვილმაც უნდა იცოდეს! დიახ, 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ცოცხალი გმირი(!) ამ ყოფაში არ უნდა იყოს დღეს - ცხრა აპრილიდან 25 წლის შემდეგ!




 

right_banner
არქივი
right_banner