logo_geo
eng_logo
დღეს ეთერ ჭელიძის დაბადების დღეა...
- +

21 მარტი. 2016. 22:46


დღეს ეთერ ჭელიძის დაბადების დღეა...


***

უნიჭიერესი კომპოზიტორი, უაღრესად მომხიბვლელი ქალბატონი...

დიდი სიყვარულით და გულნაკლულობით ვიხსენებ უდროოდ წასულ შემოქმედსა და უთბილეს ადამიანს...

გასულ ნოემბერს, გიორგობის მორიგ სადღესასწაულო დღეებში, ირაკლი აბაშიძის 106 წლისთავთან დაკავშირებით რამდენიმე მოგონება გამოვაქვეყნე...

ჰოდა, მოვძებნე და ერთი ნაწილი მინდა დღეს განმეორებით შემოგთავაზოთ, ჩემს მეგობრებს, რამეთუ ეთერჭელიძის სახელთან არის დაკავშირებული...

აი, ეს ფრაგმენტიც:


"...კიდევ ერთი „ისტორია"... უბრალოდ, განწყობისთვის...


კომპოზიტორმა ეთერ ჭელიძემ შექმნა სიმღერა ირაკლი აბაშიძის ლექსზე: „ჭაღარა თბილისი". ვიდრე ტელერადიოკომიტეტში მოიტანდა, როგორც ჩანს, ბატონ ირაკლის მოასმენინა და, ყოველშემთხვევაში, მისი მხარდაჭერა დაიბევა. ბატონმა ირაკლიმ დამირეკა და სიმღერას რეკომენდაცია გაუწია...


არცერთ კომპოზიტორს ასეთი „ჩაწყობა" იმ დროს ნამდვილად არ არ ჭირდებოდა, მაგრამ ინერცია ინერციად რჩებოდა, ერთადერთ სახელმწიფო ტელევიზიასა და რადიოში კონკურენცია დიდი იყო. ამას ემატებოდა რადიო-ტელევიზიის სამხატვრო საბჭოს მკაცრი ფილტრი. არც ის იყო ჩემთვის დამალული, რომ „ძველები" მანდამაინც არ წყალობდნენ „ახალბედებს" ან „ნაკლებადცნობადებს", ამიტომ, ყოველ პარასკევ-დილით უშუალოდ ვხვდებოდი კომპოზიტორებს, უწინარესად, ახალგაზრებს, ჯერ კიდევ და ვახალისებდი მათ ჩვენთან თანამშრომლობისკენ. ვცდილობდი პირადად ჩემთვის ჩაებარებიათ „პროდუქტი". ეს „ხერხი" აადვილებდა კონტროლს სამხატვრო საბჭოს ე.წ. „კონუნქტურაზე" და მეტ-ნაკლებად აადვილებდა ახალთაობისთვის „გზის გაკვალვას". ამ მიდგომაში გვერდში მედგნენ მუსიკალური რედაქციების ხელმძღვანელები-ევგენი მაჭავარიანი და ლალი ვარდანაშვილი, მაგრამ სამხატვრო საბჭოში ისეთი ავტორიტეტები შედიოდნენ, რომ არ იყო ადვილი მათი „დათრგუნვა", მით უმეტეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში.


...შეწუხებული ლალი ვარდანაშვილი, რომელმაც უკვე იცოდა ბატონი ირაკლის ზარის შესახებ, ჩემთან შემოვიდა და მაცნობა: სამხატვრო საბჭომ ე.ჭელიძის ეს სიმღერა დაიწუნა და მის ეთერში გაშვებას გზა გადაუკეტა.


მიზეზი? აბსურდული! ეგო , პროფესიონალი არ არის და... როგორ ჩანს, ზოგიერთის პირადულმა მოტივებმა გადაძალა შემოქმედებითი ობიექტურობა.


ამ „გარკვევაში" ვარ და ისევ მირეკავს ბატონი ირაკლი, შეწუხებული. უკვე გაუგია სამხატვრო საბჭოს გადაწყვეტილების თაობაზე და იმაზე დარდობს, რომ მე თავი არ ვიგრძნო უხერხულ დღეში, რომ მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა. არადა სიმღერა აშკარად მომწონს. ბატონ ირაკლისაც შესანიშნავი გემოვნება აქვს.


ჩემთან ვიხმე გოგი დოლიძე, თემურ ჭკუასელი, გია ჭირაქაძე, თამაზ ელიავა... ჩემი „გაჭირვება" გავანდე და მოვთხოვე მაქსიმალური ობიექტურობით სიმღერის შეფასება. დასვნა-მხოლოდ დადებითი.


სამხატვრო საბჭო ტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარესთან არსებული სათათბირო ორგანო გახლდათ. ჰოდა, მათი თათბირი არ მივიღე და...


ვურეკავ ბატონ ირაკლის და სტუმრობის ნებართვას ვთხოვ. „ქართული ხმების" ბიჭებთან ერთად თავზე დავადექით ცხელი ხაჭაპურებით ხელდამშვენებულნი. მასპინძელმა ჩათვალა, რომ „დაწუნებული" სიმღერის გამო „შესარიგებლად" მივედი... ბიჭებმა ოპერატულად შესწავლილი „ჭაღარა თბილისიც" უმღერეს და... ამასობაში "მოამბე" ჩაირთო, რომელიც ბატონი ირაკლისთვის სრულიად მოულოდნელად გაიხსნა... ეთერ ჭელიძის ამ სიმღერის პრემიერით... ირაკლი გახარებულია. ჩვენც, მასზე მეტად...


გავა 20 წელი. და შედგება სია „საუკუნის 10 საუკეთესო სიმღერა:... და ეთერ ჭელიძისა და ირაკლი აბაშიძის ეს სიმღერა ამ სიაში დაიკავებს მეშვიდე ადგილს!


„ვოტ ტაკ"!!!!"


 

 


 

right_banner
არქივი
right_banner