logo_geo
eng_logo
მეგის ქარდავა გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობას სააკაშვილის ბრძანების გარეშე ვერ შეუკვეთავდა!
- +

20 აპრილი. 2016. 15:33


სამხედრო პოლიცის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას, რომელსაც სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ჯალათებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული და მოწინავე ადგილი უკავია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამა წლის 7 აპრილს ახალი ბრალი წაუყენა.


კერძოდ, მეგის ქარდავა გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთაშია ბრალდებული.


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელ სავლე მოთიაშვილის მიერ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების მიხედვით:


„გამოძიებით დადგენილია, რომ შუამავლის მეშვეობით მეგის ქარდავა რუსეთის ფედერაციაში, მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას დაუკავშირდა და რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა. 2012 წლის 21 მაისს, მოსკოვში, 4-კაციანმა ჯგუფმა მკვლელობა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ განახორციელა. ოთხივე პირი სასჯელს რუსეთის ფედერაციაში იხდის, ხოლო შუამავალი საქართველოშიიქნა დაკავებული და იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო".


როგორც ცნობილია, გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობისათვის რუსეთში სასჯელს ოთხი პირი იხდის და ოთხივე მათგანი ქართველია - თორნიკე კვირიკაშვილი, რომან ბელქანია, ალექსანდრე ბერიშვილი და შოთა ტარუღიშვილი.


თუმცა, უცნობია იმ ადამიანის ვინაობა, რომელიც გენერალ დუმბაძის მკვლელობის შეკვეთაში შუამავლობის ბრალდებით საქართველოში დააპატიმრეს. საქმეს გრიფი „საიდუმლო" ადევს და გამოძიება დეტალებს არ ამღჟავნებს.


ვინ იყო გენერალ რომან დუმბაძე და რაში დასჭირდა მისი მოკვლა სააკაშვილის ბანდას?


შეგახსენებთ, რომ 2004 წელს, ე.წ. „აჭარის რევოლუციის" დროს, გენერალმა რომან დუმბაძემ, რომელიც ბათუმის 25-ე ბრიგადის მეთაური იყო, პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებების შესრულებაზე უარი  განაცხადა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის ასლან აბაშიძის უშუალო დაქვემდებარებაში გადავიდა.


ამის გამო სააკაშვილის ხელისუფლებამ გენერალი დუმბაძე საქართველოს მოღალატედ გამოაცხადა და მის ფოტოებს ხეებსა და ბოძებზე აკრავდა წარწერით - „იძებნება სამშობლოს ღალატისთვის".


2004 წელსვე, აჭარიდან ასლან აბაშიძის განდევნის შემდეგ, სააკაშვილის რეჟიმმა გენერალი რომან დუმბაძე დააპატიმრა და სამშობლოს ღალატის მუხლით გაასამართლა - უვადო პატიმრობა მიუსაჯა.


2008 წლის 27 აგვისტოს, ცხინვალში საომარი მოქმედებების დასრულებიდან რამდენიმე დღეში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა რომან დუმბაძის შეწყალების განკარგულება გამოსცა და გენერალს უვადო პატიმრობა ვადიანით შეუცვალა.


შეწყალებიდან მცირე ხანში სააკაშვილის ხელისუფლებამ გენერალი რომან დუმბაძე რუსულ მხარეს ქართველ ტყვეებში გაუცვალა.


შეიძლება გაჩნდეს ლოგიკური კითხვა - თუ სააკაშვილის ხელისუფლებას გენერალ რომან დუმბაძის თავიდან მოშორება უნდოდა, რატომ არ გააკეთა ეს მაშინ, როცა იგი საქართველოში ციხეში ჰყავდა გამომწყვდეული და რატომღა შეუკვეთა დუმბაძის მკვლელობა მაშინ, როცა გენერალი უკვე მოსკოვში ცხოვრობდა?


ამ ლოგიკურ კითხვაზე ლოგიკური პასუხიც არსებობს: საქართველოში ციხეში ყოფნის დროს გენერალი დუმბარძე „გულის შეტევით" ან „დენის დარტყმით" რომ მომკვდარიყო, ბუნებრივია, ყველა ეჭვი პირდაპირ სააკაშვილის ხელისუფლებასთან მივიდოდა და პატარა ბავშვიც მიხვდებოდა, რომ დუმბაძე ნაცრეჟიმმა მოიშორა.


აი, რუსეთში კი, სადაც სააკაშვილის ხელისუფლებას თითქოს ნაკლებად მიუწვდებოდა ხელი, გენერალ დუმბაძის მკვლელობა, კვალის არევის თვალსაზრისით, უფრო ხელსაყრელი იყო.


რა შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მოტივი?

 

სააკაშვილის ხელისუფლებას მუდმივად ჰქონდა იმის შიში, რომ მის მიერ გამწარებული და ცხოვრებაწართმეული ადამიანები შურს იძიებდნენ.


სააკაშვილს განსაკუთრებით ეშინოდა ისეთი ადამიანების, რომლებსაც საბრძოლო სულისკვეთებაც ჰქონდათ, საომარი გამოცდილებაც, გამბედაობაც და იარაღთანაც „მეგობრობდნენ".


სწორედ ამ შიშის გამო მოიშორა სააკაშვილის რეჟიმმა გია კრიალაშვილი!


სწორედ ამ შიშის გამო სურდა სააკაშვილის რეჟიმს კობა ოთანაძისა და ლევან ამირიძის ლიკვიდაცია, მაგრამ ისინი სასწაულებრივად გადარჩნენ.


რაც შეეხება გენერალ დუმბაძეს, მას თუ იმის არ შეეშინდა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისათვის დაუმორჩილებლობა გამოეცხადებინა და მისი ბრძანებების შესრულებაზე უარი ეთქვა, იმის ვაჟკაცობაც ეყოფოდა, რომ სათავისო მომენტს დალოდებოდა და სააკაშვილზე შური ეძია.


შურისძიების მიზეზი კი რომან დუმბაძეს  ნამდვილად ჰქონდა - სააკაშვილმა საქართველოს გენერალი საქართველოს ღალატის ბრალდებით ციხეში ჩასვა!


ამდენად, სააკაშვილს ერჩივნა, გენერალ დუმბაძისნაირი მტერი მიწაში ჰყოლოდა, ვიდრე - მიწის ზევით!

 

როგორ ფიქრობთ, ძვირფასო მკითხველო, გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთა მეგის ქარდავას პირადი ინიციატივა იყო?

 

მეგის ქარდავა დამოუკიდებლად გავიდა რუსეთში მოქმედი ქილერების ჯგუფზე და რომან დუმბაძის მკვლელობისათვის ფული საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა?


უკანასკნელი ბრიყვიც კი ადვილად მიხვდება, რომ მეგის ქარდავამ საკუთარი ბელადის - სააკაშვილის დავალება შეასრულა!


დიახ, სააკაშვილის ბრძანებისა და პოლიტიკური ნების გარეშე მეგის ქარდავა ვერავის მკვლელობას ვრე შეუკვეთავდა!


ასე რომ, გენერალ რომან დუმბაპძის მკვლელობის რეალური შემკვეთი და პირველწყარო მიხეილ სააკაშვილია!


მაგის ქარდავამ ამ შემთხვევაში სააკაშვილის მეფისტოფელის, უფრო სწორად, მეგისტოფელის როლი შეასრულა!


როგორც იცით, მეფისტოფელი, ძველი გერმანული თქმულებისა და დიდი გერმანელი კლასიკოსის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უკვდავი ნაწარმოების - „ფაუსტის" მიხედვით, ბოროტი სულია, რომელიც ხან ეშმაკად გვევლინება და ხან - ეშმაკის ხელქვეითად.


სააკაშვილმა და მისმა მეგისტოფელმა - მეგის ქარდავამ - საქართველოში უამრავი უბედურება დაატრიალეს და „უხვად მოიტანეს სისხლი და ცხედრები".


ასე რომ, თუ საქართველოს პროკურატურა გამოძიებას სრულყოფილად წარმართავს, გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეში არამარტო მეგისტოფელ მეგის ქარდავაზე, არამედ მის მბრძანებელ სააკაშვილზეც აუცილებლად გავა!


და კიდევ: საქართველოს მთავარი პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ცნობილი ბიზნესმენის ბონდო შალიკიანის მკველობის საქმითაც.


მოგეხსენებათ, შალიკიანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ტელეკამერების წინ დააპატიმრა.


დიახ, „რუსთავი-2"-ის ეთერით მთელ საქართველოს აჩვენეს, როგორ შევარდა სპეცრაზმი ბონდო შალიკიანის ოჯახში, როგორ დაუწიოკეს მას მძინარე ცოლ-შვილი და ტრუსების ამარა მყოფ ბიზნესმენს როგორ დაადეს ხელბორკილი.


შალიკიანი 2012 წლის აგვისტოში ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მოკლეს და მისი მკვლელობის ხელწერა ძალიან ჰგავდა რამდენიმე თვით ადრე გენერალ რომან დუმბაძის ლიკვიდაციას მოსკოვში - ორივე მათგანი ჯერ დაცხრილეს და მერე საკონტროლო ტყვიაც დაახალეს!


რადგან რომან დუმბაძის მკვლელობაში სააკაშვილის ხელისუფლების კვალი გამოიკვეთა, სულაც არ არის გამორიცხული, იგივე კვალი ბონდო შალიკიანის მკვლელობაშიც გამოჩნდეს!


სხვათაშორის, ამ საქმეებჲს გახსნაში გამოძიებისათვის დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია საქართველოში ცოტა ხნის წინათ ექსტრადირებულ გია დგებუაძეს, იმავე „მასტერას", რომელმაც თავის დროზე ჩეჩენ ქილერებს ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა შეუკვეთა!


დიახ, თუ პროკურატურა სამქეს კვალიფიციურად მიუდგება და ეფექტიანად იმოქმედებს, სააკაშვილის რეჟიმის შავბნელი და სისხლისანი საქმეების მხილებაში „მასტერა" ნამდვილი „მასტერი" გახდება!


ჯაბა ხუბუა


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner