logo_geo
eng_logo
ფილმმა „საქართველო ღვინის სამშობლო“ მარსელის კინემატოგრაფიის ფესტივალზე სპეციალური პრიზი მიიღო
- +

19 ივნისი. 2019. 02:13

 

სამეცნიერო მხატვრულ-დოკუმენტურმა ფილმმა „საქართველო ღვინის სამშობლო“ საფრანგეთში გამართულ ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის ფესტივალზე Oenovideo ფესტივალის პარტნიორთა მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი მიიღო.


კინოფესტივალი 13-16 ივნისს მარსელში ჩატარდა.145 ფილმიდან ჟიურის ფინალურ სელექციაში 37 ფილმი მოხვდა, მათ შორის იყო საქართველოს ეროვნული სააგენტოსა და საქპატენტის დაფინანსებით გადაღებული სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმიც, რომლის იდეის ავტორი და მიმართულების პროდიუსერი დავით ტყემალაძეა, რეჟისორი - ალექსანდრე გაბუნია, ფილმის პროდიუსერი კი - გიორგი გიაშვილი


მეცნიერებისა და კულტურის პრიზი ტრადიციულად ფრანგულ ან უცხოურ ფილმს გადაეცემა, რომელიც ღვინისა და ვაზის მემკვიდრეობის კულტურულ და მეცნიერულ მიდგომას ან მეთოდს წარმოაჩენს.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner