logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ცისკარიძე: როგორიც არ უნდა ყოფილიყო სტალინი, მე ქართველი ვარ...
- +

10 თებერვალი. 2020. 03:05

 

 

რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე  სტალინზე გადაღებულ ახალ ფილმს - „სტალინის სიკვდილი“ აპროტესტებს და აცხადებს, რომ ამ ფილმით შეურაცხყოფილია.

როგორც ქართველი აღშფოთებული ვარ“, - განაცხადა მოცეკვავემ ერთ-ერთ რუსულ გადაცემაში ამ თემაზე საუბრისას.  

ცისკარიძე ამ თემაზე საკმაოდ ემოციურად საუბრობს და აცხადებს, რომ საგანგებოდ ნახა  ფილმი და აღშფოთებულია.

 

"როგორიც არ უნდა ყოფილიყო სტალინი, კარგი თუ ცუდი, ამ ფილმის სცენარი საშინელია. რუსეთის ფედერაციას ჯორჯ ვაშინგტონზე ან ლინკოლნზე რომ გადაეღო მსგავსი ფილმი, მას არავინ აჩვენებდა ამერიკაში. ფილმის ნახვის შემდეგ მე, როგორც ქართველი, ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი. რატომ შეიძლება ქართველის დამცირება და აფროამერიკელის არა? სრულებით არ მსურს ჩემს ერს ვინმე შეურაცხყოფდეს. თქვენ არ ხართ ქართველები, მე ვარ ქართველი და მე დამცირებული ვარ ამ ფილმით", - განაცხადა ცისკარიძემ რუს ჟურსნალისტებთან საუბრისას.


არმანდო იანუჩის ფილმში, რომელიც იგივე სახელწოდების ფრანგულ კომიქსზეა დაფუძნებული, აღწერილია იოსებ სტალინის სიცოცხლის ბოლო საათებში და მისი სიკვდილის შემდეგ განვითარებული მოვლენები - მისი ახლო წრის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ფილმში მონაწილეობენ სტივ ბუშემი (ნიკიტა ხრუშჩოვი), საიმონ რასელ ბილი (ლავრენტი ბერია), ჯერარდ ლეპკოვსკი (ლეონიდ ბრეჟნევი) და რუპერტ ფრენდი.

2018 წლის იანვარში, რუსეთის კულტურის სამინისტროს საზოგადოებრივმა საბჭომ მიიჩნია, რომ ფილმს არ აქვს ისტორიული და კულტურული ღირებულება, შეურაცხყოფას აყენებს საბჭოთა სიმბოლიკას - ჰიმნს, ორდენებსა და მედლებს. აქედან გამომდინარე, რუსეთის კინოთეატრებში ფილმი აღარ გავიდა.


ბრიტანული სატირული კომედია „სტალინის სიკვდილის“ (The Death of Stalin) ჩვენება აზერბაიჯანშიც აიკრძალა.  



 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner