logo_geo
eng_logo
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს
- +

2 ოქტომბერი. 2020. 23:35

 

 

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს:

 

“დასაწყისი” – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი

 

“უარყოფითი რიცხვები” – რეჟისორი უტა ბერია

 

“ურსუსი” – რეჟისორი ოთარ შამათავა

 

წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე. კომისიის წევრებისთვის კვალიფიციური ფილმების ჩვენება იგეგმება ოქტომბრის დასაწყისში.

 

კანდიდატი ფილმის სახელი ცნობილი გახდება 2020 წლის 10 ოქტომბრამდე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner