logo_geo
eng_logo
ალმაატის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო გიორგი ბოჭორიშვილს გადაეცა
- +

19 სექტემბერი. 2018. 23:36

 

 

ალმაატის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო გიორგი ბოჭორიშვილს ერგო, თინათინ ყაჯრიშვილის ფილმისთვის „ჰორიზონტი“, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

 

თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“ ქართულ-შვედურ-გერმანული კოპროდუქციაა, რომლის მსოფლიო პრემიერა ბერლინის ფესტივალზე გაიმართა. ფილმის მთავარი გმირების – გიორგისა (გიორგი ბოჭორიშვილი) და ანას (ია სუხიტაშვილი) განშორების მიზეზები გაცილებით ღრმა და საფუძვლიანია, ვიდრე ბანალური ოჯახური კონფლიქტი ან უსიყვარულობა.

 

ეს ორი უახლოესი ადამიანის ურთიერთობის დასასრულის მტკივნეული განცდაა, რომელსაც ბოლომდე ვერც ერთი ვერ ეგუება. მართალია, განშორების პირველი შოკი თითქმის გადატანილია, მაგრამ ხელახლა ურთიერთობის დაწყება უკვე შეუძლებელი.

 

„ჰორიზონტის“ დიდი ნაწილი პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, სადაც გიორგი მეგობარ ჯანოსთან (ჯანო იზორია) ერთად თევზაობს და ველური ბუნების გარემოცვაში წარსულის ფსიქოლოგიური ტრავმების დავიწყება სურს.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner