logo_geo
eng_logo
„არავის უნდოდა ჩემთან ერთად მოგზაურობა, ამიტომ წავედი სრულიად უცნობ ადამიანთან ერთად“ - ორი უცნობის ისტორია
- +

11 ოქტომბერი. 2020. 14:55

 

 

 

1 წლიანი ჩაკეტვის, ფრენის აკრძალვისა და კორონავირუსის ქაოსის მიუხედავად, იმ ადამიანებისთვის, ვინც საზღვარგარეთ თავგადასავლებს ეძებს, არსებობს გამოსავალი.

 

 

მაგრამ, რა მოხდება მაშინ, თუ შენს სამეგობროში ერთადერთი ადმიანი ხარ, ვისაც ამ უცნაურ დროსაც სურს მოგზაურობა?

 

 

სწორედ ასე მოუვიდა ორ უცნობს, ჯოსია ბარტონს და ტერეზა როკას. არავის სურდა მათთან ერთად მოგზაურობა.

 

იმის მიუხედავად, რომ ორივე ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანები იყვნენ, მაინც გადაწყვიტეს ერთად სამოგზაუროდ წასვლა.

 

„მე ვაპირებდი იაპონიაში წასვლას მეგობართან ერთად, მაგრამ იაპონია ახლა ჩაკეტილია, ამიტომ გადავწყვიტე ისეთ ქვეყანაში წასვლა, სადაც ამერიკელებისთვის შესვლა შესაძლებელი იქნებოდა.“- ამბობს 32 წლის ჯოსია ბარტონი , CNN-თან.

 

„ ჩემს მეგობარმა გადაწყვიტა, რომ კორონავირუსის დროს არ ემოგზაურა, მაგრამ მე წასვლა მაინც მსურდა. მე თავდაპირველად მსურდა ხორვატიაში მოგზაურობა, მაგრამ ამისთვის მჭირდებოდა კორონავირუსის უარყოფითი პასუხი მინიმუმ 72 საათის განმავლობაში. თურქეთს მსგავსი წინაპირობა არ ჰქონდა, ამიტომ გადავწყვიტე იქ წასვლა.“

 

იმის გამო, რომ არავის სურდა მასთან ერთად წასვლა, დაპოსტა “ფეისბუქ“ ჯგუფ „10XTRAVEL“ - ში, სადაც 40 000 ადამიანია, რომელიც ერთმანეთს რჩევას აძლევს და ეხმარება ფულის დაზოგვაში.

 

„მე არ მინდოდა მარტო მოგზაურობა, ამიტომ გამოვაქვეყნე წერილი „ფეისბუქ“ ჯგუფში, რომ თუ ვინმე დაინტერესებული იყო ჩემთან ერთად წამოსვლაზე, ან იქ შეხვედრაზე, ან ვინმე ხომ არ აპირებდა იმ პერიოდში წასვლას, ჩემთვის რომ შეეტყობინებინათ.“

 

ტერეზა როკამ, 36 წლის, დენვერიდან, ნახა ეს წერილი და მაშინვე უპასუხა.

 

„ვეძებდი ვინმეს ვისთან ერთადაც წავიდოდი სამოგზაუროდ, მაგრამ არც ჩემს მეგობრებს და არც ოჯახის წევრებს არ სურდათ წამოსვლა, რადგან ნერვიულობდნენ კორონავირუსის გამო. მე ვნახე ჯოსიას პოსტი და გამოვეხმაურე. მან მისი მარშრუტის შესახებ ინფორმაცია მომაწოდა და მითხრა რომ არ მომრიდებოდა მისთვის მიწერა. ასეც მოხდა.

 

ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი მოგზაურობის სტილზე, რისი გაკეთება მოგვწონს. მისი მოგზაურობის თარიღი სრულიად შემთხვევით დაემთხვა ჩემი შვებულების თარიღებს, რომელიც სამსახურში უკვე აღებული მქონდა, რადგან ვაპირებდი სამხრეთ აფრიკაში წასვლას.

სამხრეთ აფრიკა ამერიკის მოქალაქეებისთვის ჩაკეტილი იყო, ამიტომ მომიწია მისი გაუქმება. “ - ამბობს როკა.

 

იმის შემდეგ, რაც მათ ისაუბრეს სოციალურ ქსელში, როკამ გადაწყვიტა იმავე მოგზაურობის დაგეგმვა თურქეთში.

 

 

„მან მითრა, რომ დაძინებას აპირებდა, მაგრამ 1 საათში მომწერა, რომ იგივე ტური დაჯავშნა. ეს იყო და ეს. ამის შემდეგ ჩვენ გავხდით მოგზაური მეგობრები. “ - ამბობს ჯოსია.

 

 

როკა და ბარტონი აგრძელებდნენ კომუნიკაციას და განიხილავდნენ მოგზაურობის საკითხებს.

 

„ თავში გამიელვა აზრმა, რომ სრულიად უცხო ადამიანთან ერთად მივდიოდი.“ - ამბობს როკა.

 

„ ასე რომ , ვუთხარი მას, დარწმუნებული ხარ რომ კარგად იქნები ისეთ გოგონასთან ერთად რომელსაც არასდროს შეხვედრიხარ? და მან მიპასუხა: რა თქმა უნდა, მშვენივრად.

 

ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები მეკითხებოდნენ ვიქნებოდი თუ არა კარგად სრულიად უცხო ადამიანთან, რომელსაც არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ ისინი ჩემს გადაწყვეტილებას ენდობოდნენ, მეც  ვენდობოდი ჩემს გადაწყვეტილებას.“ - ამბობს როკა.

 

„უცხო ადამიანთან ერთად წასვლას თავისი უპირატესობებიც აქვს.“ - ამბობს ბარტონი.

 

„ მე ჩემს მეგობრებს ვეუბნებოდი, რომ უცხო ადამიანთან ერთად მგზავრობა არის საუკეთესო რამ მსოფლიოში იმიტომ , რომ მასთან არ ხარ ვალდებული, თუ იტყვის რომ რამის გაკეთება არ უნდა არ აიტან მის მომაბეზრებლობას.

 

ჩვენ დავჯავშნეთ სხვადასხვა ოთახები, რომ ჩვენი სივრცე გვქონოდა ორივეს. თუ რაიმე გაუგებრობა გვექნებოდა ჩვენ ჩვენი გზით ვივლიდით და ჩვენს საქმეს გავაკეთებდით. ჩემს თავს ვეუბნებოდი უბრალოდ წადი და ისიამოვნე.“ - ამბობს ბარტონი.

 

დროის ინტერვალი ინტერნეტ დაგეგმვიდან პირადად შეხვედრამდე 4 დღე იყო მხოლოდ. ზოგისთვის ეს დროის მონაკვეთი ძალიან ჩქარი შეიძლება იყოს, მაგრამ უცხო ადამიანებისთვის სრულიად ნორმალური აღმოჩნდა.

 

 მთელს სახეზე გადაჭიმული ღიმილით იხსენებს როკა მათ პირველ შეხვედრას.

 

„ის მელოდებოდა გამშვებ სალაროსთან რადგან ჩემი ფრენა უფრო გვიან ჩავიდა ვიდრე მისი. მასთან მივედი ვუთარი : ღმერთო ჩემო, შენ ნამდვილი ხარ.“ - ამბობს როკა.

 

წყვილის შეხვედრა ასეთივე დასამახსოვრებელი იყო ბარტონისთვის.

 

„ ჩვენ ერთმანეთს ჩავეხუტეთ, დავსხედით მოსაცდელში და გავაგრძელეთ საუბარი. ტერეზას არასდროს უმგზავრია ბიზნეს კლასით, ამიტომ ადგილები ერთმანეთის გვერდით ავირჩიეთ. მაქედან მოყოლებული მოგზაურობა დავიწყეთ, მხიარული იყო დასაწყისიდანვე.“

 

პირველი საერთაშორისო ფრენის შემდეგ ერთად, წყვილი 5 სექტემბერს ჩაფრინდა სტამბოლში.

 

„ჩვენ სტამბოლში ყველა ტურისტული სანახაობა ვნახეთ- ტაქსიმის მოედანი, ლურჯი მეჩეთი, ტოპკაპის სასახლე, ბაზილიკის ცისტერნა, აია სოფია. ჩვენ ასევე გავემგზავრეთ ბოსფორის კრუიზით. ეს საოცრება იყო. “

 

ახალი მეგობრები გაფრინდნენ კაპადოკიაში, არაჩვეულებრივი ლანდშაფტური წარმონაქმნების არეალში, თურქეთის ცენტრში, სადაც ისინი გამოქვაბულის სასტუმროში დარჩნენ და საჰაერო ბურთით მგზავრობით ისიამოვნეს. იქიდან გაემგზავრნენ სანაპირო ქალაქ კუშადასში, სადაც პარაპლანით გაფრინდნენ და ცხელ წყაროებს ესტუმრნენ.

 

 

  „ ჩვენ გავფრინდით TURKISH AIRLINES - ით და დავრჩით რამდენიმე სასტუმროშიც ვიყავით კვირაზე მეტ ხანას. HILTON იყო მთავარი სასტუმრო ჯგუფი, მაგრამ კაპადოკიაში ჩვენ ასევე დამოუკიდებელ სასტუმროშიც დავრჩით.

 

საერთო ჯამში ჩვენ 1000$ დავხარჯეთ თითოეულმა. ამ ფასში შედის ბიზნეს კლასის ბილეთები, სასტუმროები და სახარჯი ფული.“

 

„ შემიძლია ვთქვა, რომ მოგზაურობამ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. არ მეგონა, რომ შესაძლებელი იყო ასე ნამდვილი მეგობრობის ჩამოყალიბება, მაგრამ ასე მოხდა. ჩვენ მეგობრები ვართ.

 

 ჩვენ ვისაუბრეთ ასევე შემდეგ შეხვედრაზე როდესაც სახლში დავბრუნდებით, რადგან მხოლოდ 2 საათის ფრენა გვაქვს ერთმანეთისგან. ორივესთვის ფლორიდაში ფრენა მარტივია, ასე რომ შეიძლება იქ შევხვდეთ ერთმანეთს.“ - ამბობს როკა და ბარტონი ეთანხმება.

 

„ ჩვენ ძალიან კარგი მეგობრობა ჩამოგვიყალიბდა. ჩვენ ასევე განვიხილეთ შემდეგი მოგზაურობის ერთად დაგეგმვა. მე და დედაჩემს ესპანეთში დაჯავშნილი გვაქვს ტური შემდეგ მაისს და ტერეზა შეიძლება შემოგვიერთდეს.“ - ამბობს ბარტონი.

 

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ბიზნესის შექმნის საკითხიც, რომ სხვებს დავეხმაროთ დიდ გარიგებასა და მოგზაურობის მეგობრების მოძებნაში. ჩვენ მას ვარქმევთ  „Vacation Pursuit“ .

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner