logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ნაცები მზად არიან, სამცხე-ჯავახეთიც რუსეთს ჩააბარონ!
- +

2 ივნისი. 2019. 00:04

 

 

„ნაცსექტანტების ასეთი ზრახვები და ოცნებები მხოლოდ მაშინ ახდება, როცა სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნდება“,- ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

 

„ნაცსექტანტები რუსული ტანკების სამცხე-ჯავახეთში შეჯლიგინებისა და ახალი ოკუპაციის სცენარსაც კი განიხილავენ, ოღონდ ეს სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას მოემსახუროს. ნაცსექტანტები მზად არიან, რუსეთს ახალქალაქიც ისევე ჩააბარონ, როგორც 2008 წელს კოდორის ხეობა და ახალგორის რაიონი ჩააბარეს! თუმცა სანამ ქართველი ერი არსებობს, ნაცსექტანტების ასეთ ზრახვებსა და ოცნებებს ახდენა არ უწერიათ.

 

ნაცსექტანტების ასეთი ზრახვები და ოცნებები მხოლოდ მაშინ ახდება, როცა სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნდება, კრასნოდარის მხარეს შემოიერთებს და მის გუბერნატორად ავთანდილ კემულარიას დანიშნავს (ეს ვინმე კემულარია ნაცსექტანტების კრებითი სახეა)! მანამდე კი, ძვირფასო მკითხველო, თქვენ და ჩვენ არაფერი გვეტკინოს“,- წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner