logo_geo
eng_logo
დიმა გაბუნიამ და ნიკა გვარამიამ სალომე ზურაბიშვილი შეწყალების სკანდალში სპეციალურად გახვიეს?
- +

23 სექტემბერი. 2019. 12:17

 

 

„კითხვას ვსვამთ, დიმა გაბუნიამ და ნიკა გვარამიამ, როგორც თანაკლასელებმა და ძველმა მეგობრებმა, სალომე ზურაბიშვილის მიმართ პირი ხომ არ შეკრეს და პრეზიდენტი ამხელა უსიამოვნებაში სპეციალურად ხომ არ გახვიეს, რათა საზოგადოებრივი აზრი მის წინააღმდეგ დაერაზმათ და პოლიტიკურ დღის წესრიგში იმპიჩმენტის თემა შემოეგდოთ?“ - ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა for.ge „ასავალ-დასავალზე“ დაყრდნობით წერს.

 

„დიმიტრი გაბუნია და ნიკა გვარამია სოხუმის მე-11 საჯარო სკოლაში პარალელურ კლასში სწავლობდნენ, მეგობრობდნენ, სულ ერთად დადიოდნენ და ერთმანეთთან სიახლოვეს დღემდე ინარჩუნებენ. თუ ნაცებს დავუჯერებთ და ჩავთვლით, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია შეწყალების სკანდალში ცუდად არის გარეული, მაშინ არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ საქმეში ნიკა გვარამიას ხელი ურევია.   ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ კითხვას ვსვამთ, დიმა გაბუნიამ და ნიკა გვარამიამ, როგორც თანაკლასელებმა და ძველმა მეგობრებმა, სალომე ზურაბიშვილის მიმართ პირი ხომ არ შეკრეს და პრეზიდენტი ამხელა უსიამოვნებაში სპეციალურად ხომ არ გახვიეს, რათა საზოგადოებრივი აზრი მის წინააღმდეგ დაერაზმათ და პოლიტიკურ დღის წესრიგში იმპიჩმენტის თემა შემოეგდოთ?“- ნათქვამია „ასავალ-დასავალის“  მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner