logo_geo
eng_logo
გუგა ქაშიბაძე: ნუ უყიდით შვილებს ასაფეთქებლებს - ერთმანეთს ჩურჩხელითა და გოზინაყით მიულოცეთ - უფრო უსაფრთხოა!
- +

30 დეკემბერი. 2019. 10:27

 

 

„ნუ უყიდით შვილებს ასაფეთქებლებს“, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„მარიამ ჯაშის ინიციატივით, პიროტექნიკის არასრულწლოვნებისთვის მიყიდვა აიკრძალა, მაგრამ მთავარია, კანონმა რეალურად იმუშაოს და ჩვენც ავუწყოთ ამას ფეხი.

 

ბევრად უფრო შედეგიანი იქნება, თუ თითოეული მშობელი 15-20 წუთს დაუთმობს თავის შვილს და აუხსნის, რამდენად სახიფათოა ასაფეთქებლების გამოყენება, მაგრამ ხშირად სწორედ უფროსები უშვებენ. შეცდომას.

 

ასე რომ, ფრთხილად მშობლებო, განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში. ნუ უყიდით შვილებს ასაფეთქებლებს. თუ მაინცდამაინც გინდათ. ზეიმზე სილამაზე შემატოთ, აუცილებლად წაიკითხეთ ინსტრუქცია და დაიცავით უსაფრთხოების წესები! ერთმანეთს ჩურჩხელითა და გოზინაყით მიულოცეთ-უფრო უსაფრთხოა“, ­­- აღნიშნავს გუგა ქაშიბაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner