logo_geo
eng_logo
„ლორა თორნტონი ორმაგ თამაშს თამაშობს და ნაცმოძრაობისა და ევრონაცმოძრაობის ლიდერებთან ცალ-ცალკეა გარიგებული“
- +

20 იანვარი. 2020. 14:29

 

„ლორა თორნტონი ორმაგ თამაშს თამაშობს და ნაცმოძრაობისა და ევრონაცმოძრაობის ლიდერებთან  ცალ-ცალკეა გარიგებული“, - წერს „ასავალ-დასავალი“ დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, „რამდენიმე კონფიდენციალური წყაროს თანახმად, „NDI“-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ლორა თორნტონს საეჭვო ჩრდილოვანი ურთიერთობები აკავშირებს როგორც მიხეილ სააკაშვილთან, ისე გიგა ბოკერიასთან. კერძოდ, საუბარია კორუფციულ გარიგებაზე, რომლის პირობაც არის, რომ „NDI“-ის კვლევებში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ წარმოჩენილი იყვნენ, როგორც ელექტორალურად მზარდი პოლიტიკური ძალები, რომელთა ხელისუფლებაში მოსვლის შანსებიც სულ უფრო იზრდება“.

 

„ჩვენი კონფიდენციალური წყარო იმასაც გვეუბნება, რომ „NDI“-ის ბოლო სოციოლოგიური კვლევით სააკაშვილი და ბოკერიაც უკმაყოფილონი დარჩნენ, რადგან ორივე მათგანი თავიანთი პარტიებისთვის მეტი პროცენტის დაწერას ითხოვდა.  კერძოდ, სააკაშვილს სურდა, რომ „NDI“-ის კვლევაში „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი „ქართული ოცნების“ რეიტინგთან მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო და დაახლოებოთ 2-3 %-იანი სხვაობა დაფიქსირებულიყო, „ევროპულ საქართველოსთან“ შედარებით კი 8-9 %-ით მეტი რეიტინგი ჰქონოდა. თუმცა, „NDI“-მ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართულ ოცნებაზე“ 7 %-ით ნაკლები და „ევროპულ საქართველოზე“ 5 %-ით მეტი რეიტინგი დაუწერა.

 

თავის მხრივ, ბოკერია ითხოვდა, რომ „NDI“-ის კვლევაში მის „ევროპულ საქართველოს“ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გადაესწრო და მეორე ადგილზე გასულიყო, ანუ, მთავარ ოპოზიციურ ძალად დაფიქსირებულიყო“, - ნათქვამია სტატიაში.

 

როგორც ავტორი წერს, „NDI“-ის ქართული ოფისის საქმიანობა, როგორც მინიმუმ პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

 

„საქართველოში თუ რამეს ნულოვანი ყურადღება, მნიშვნელობის არმინიჭება, სრული უნდობლობა და მწარედ დაცინვა ეკუთვნის, ეს უპირველეს ყოვლისა, „NDI“-ის სოციოლოგიური კვლევაა, რომელსაც ქართული სინამდვილე არასდროს აუსახავს და ერთი, სულ ერთადერთი შემთხვევაც არ ყოფილა, მისი მონაცემები არჩევნების შედეგებს მიახლოებით მაინც დამთხვეოდეს. მისი კვლევების მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 2020 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიც უნდა მოეგო, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებშიც უნდა გაემარჯვა და საერთოდ, საქართველოს ხელისუფლებაში დღესაც სააკაშვილი უნდა ყოფილიყო“, - წერს ავტორი.

 

ავტორი საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ ლორა თორნთონი, სანამ იგი საქართველოში ჩამოვიდოდა, „NDI“-ის ოფისს კამბოჯაში ხელმძღვანელობდა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე კორუფციული ქვეყნების ათეულში შედის.

 

„ლორა თორნტონი „NDI“-ის ოფისის დირექტორად ყოველთვის ისეთ ქვეყნებში ინიშნებოდა, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, დიდი დემოკრატიულობით არ გამოირჩევიან და კორუფციის თვალსაზრისითაც მოწყვლადი არიან. კამბოჯამდე ქალბატონი თორნტონი „NDI“-ის ტაილანდში, მალაიზიასა და სინგაპურში ხელმძღვანელობდა“, - ნათქვამია სტატიაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner