logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ოცდათორმეტ პარტიას გამოჰყავს 5000 კაცი და „პატრიოტთა ალიანსი“ ავსებს სპორტის სასახლეს
- +

22 იანვარი. 2020. 15:00

 

„საერთოდ, NDI-ის კვლევა არის დაფინანსებული ბრიტანეთის ფონდის მიერ და არ ვიცი, მათ აქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ მათი ფულით ფინანსდება ყალბი კვლევები“, - ამის შესახებ „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ „ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა.

 

„წლებია უკვე, საქარველოში მიდის პოლიტიკუმის გაყალბება, ვირტუალური რეალობის შექმნა, კოლბაში გამოყვანილი პარტიების კულტივირება და ამ ფონზე მე მართლა მესმის „პატრიოტთა ალიანსის“. ეს პარტია საზოგადოების წიაღიდან წამოვიდა და ჩვენ ვხედავთ ისეთ რეალობას, სადაც 32 პარტიას გამოჰყავს 5000 კაცი და „პატრიოტთა ალიანსი“ ავსებს სპორტის სასახლეს. ამ რეალობას რომ ვხედავ და თითქმის „გირჩის“ დონის რეიტინგები აქვს „პატრიოტთა ალიანსს“ NDI-ის კვლევაში ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. „ალიანსს“ აქვს მორალური უფლება, ეს გააპროტესტოს. თუმცა, ეს არ უნდა იყოს საელჩოს წინააღმდეგ მიმართული აქცია. აშშ ჩვენი ერთგვაროი ფარიცაა - ოკუპაციის საკითხებში თუ ჩრდილო მეზობელთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონის თემებში.

 

საერთოდ, NDI-ის კვლევა არის დაფინანსებული ბრიტანეთის ფონდის მიერ და არ ვიცი, მათ აქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ მათი ფულით ფინანსდება ყალბი კვლევები. იმ ვირტუალური რეალობის გამო, რაც არის შექმნილი, არ ვითარდება პოლიტიკური სპექტრი და  საცოდაობას დაემსგავსა პარტიების უმეტესობა. ხალხი აღარ ჰყავთ და საკუთარი ოჯახის წევრებს იყენებენ. უფრო უარესი სიტუაციაა სამოქალაქო საზოგადოებაში. ხელოვნურობამ გააჩერა განვითარება, როგორც პოლიტიკური სპექტრის, ისე სამოქალაქო საზოგადოების. რეალურად ხდება ქართველი საზოგადოების განვითარების შეფერხება“, - განაცხადა გოგავამ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner