logo_geo
eng_logo
ემზარ კვიციანი: სააკაშვილი რუსეთისა და ამერიკის ერთობლივი პროექტია
- +

27 იანვარი. 2020. 17:05

 

„სააკაშვილი რომ პუტინის აგენტი არ იყოს და რუსეთის წინააღმდეგ მართლა იბრძოდეს, უკრაინაში მის ფიზიკურ ლიკვიდაციას წინ არაფერი უდგას!“ - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ემზარ კვიციანმა ისაუბრა.

 

„სააკაშვილი რომ პუტინის აგენტი არ იყოს და რუსეთის წინააღმდეგ მართლა იბრძოდეს, უკრაინაში მის ფიზიკურ ლიკვიდაციას წინ არაფერი უდგას! საკმარისია ერთი სატელეფონო ზარი და სააკაშვილი აღარ იქნება, მაშინვე ღორივით გამოჭრიან ყელს, მაგრამ რუსეთის აგენტია და კრემლის გეგმების შესასრულებლად ინახავენ! ეს მე თუ ვიცი, სოფელში გაზრდილმა კაცმა, ამერიკელებმა არ იციან? ცხადია, იციან, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ამავდროულად მათი აგენტიც არის. მოკლედ, სააკაშვილი რუსეთისა და ამერიკის ერთობლივი პროექტია, რომელსაც იგორ გიორგაძე მართავს! მისი ხელით ყველა თავის საქმეს იკეთებს, სამაგიეროდ, ფუჭდება ქართული საქმე“, - აღნიშნა კვიციანმა.

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner