logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: სააკაშვილი საერთოდ გაგებაში არაა, საქართველოში რა ხდება!..
- +

14 თებერვალი. 2020. 12:13

 

 

„უგულავას დაპატიმრებას პოლიტიკურ ჭრილში ვერ გადავიტან, რადგან რაც მან ჩაიდინა, ეს უმძიმესი დანაშაულია“, –   აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

 

„ე.წ. თეთრსაყელოიანი დანაშაული, ამერიკაში ეს ყველაზე უმძიმესი კორუფციული დანაშაულია, როდესაც საბიუჯეტო თანხებს კონკრეტული პოლიტიკური პროცესების სამართავად იყენებ და ცდილობ, რომ პოლიტიკური გადატრიალება მოახდინო. 48 მილიონი ლარის ჯიბეში ჩადება, ეს უმძიმესი დანაშაულია. მეორე მომენტი ისაა, რომ როდესაც ასეთ უმძიმეს დანაშაულს ჰქონდა ადგილი და ხელისუფლებამ ეს იცოდა, ამ ბრალის წაყენება თავის დროზე უნდა მომხდარიყო და ეს პროცესი „ფაჩიკოს გარმონივით“ არ უნდა ყოფილიყო გაწელილი, ასეთ დანაშაულზე დანდობა არ შეიძლება, ასეთი ტიპის დანაშაულზე ამერიკაში უვადო სასჯელია, ამის გამო პრეზიდენტებსაც კი აყენებენ“, – დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე – „მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში საკუთარ შტაბს ხსნის…“ – პასუხობს:

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური რღვევა დაიწყო, მიხეილ სააკაშვილი საერთოდ გაგებაში არაა, საქართველოში რა ხდება და დაავადებულია, ასე ვთქვათ, „საზღვარგარეთის სინდრომით“. ეს ფაქტი დაემთხვა იმასაც, რომ უკრაინაში საკმაოდ სერიოზული რამ მოხდა, უკრაინის პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე, სააკაშვილისა და (კრემლის ოლიგარქის და იანუკოვიჩის „მარჯვენა ხელის“) სერგეი კურჩენკოს საუბრის ჩანაწერებზეა საუბარი. მათი საუბრის ავთენტურობა დადასტურდა, უკრაინის პროკურატურამაც და მეხუთე არხმაც დაადასტურეს, რომ ეს მართლაც მათი საუბარი იყო. ავთენტურობის დადასტურება უკვე მტკიცებულებაა და ამით უკრაინის პროკურატურას შეუძლია, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლი წაუყენოს, 109-ე მუხლი სახელმწიფო ღალატი და 111-ე მუხლი კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა, ანუ შესაძლოა, სააკაშვილს უკრაინაში სერიოზული პრობლემები შეექმნას და უკვე აპირებს, რომ ეპიცენტრი საქართველოში გადმოიტანოს და თვითონ ჩაუდგეს სათავეში, სწორედ ამ ყველაფერს უკავშირდება ამ შტაბის შექმნაც“, - განაცხადა მაისაიამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner