logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: გუბაზ სანიკიძე სააკაშვილთან ფულის გამო მივიდა, დანარჩენებზე კი მიშას კომპრომატები აქვს
- +

16 თებერვალი. 2020. 15:44

 

 

„მიხეილ სააკაშვილი უკვე სიგიჟის ზღვარს გასცდა“, - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ „ასავალ-დასავალთან“ ისაუბრა.

 

„მიხეილ სააკაშვილი უკვე სიგიჟის ზღვარს გასცდა და თავმოჭრილი კაცების ხატვა დაიწყო - აქაოდა, ნახატი თავის წარწერებით ორი წლის ბავშვმა გამომიგზავნაო! ისევ ხანჯლები, სისხლი და მოჭრილი თავები ელანდება ამ არანორმალურს და ჰგონია, რომ ქართველი ხალხი ამ ყველაფერს დაიჯერებს. სააკაშვილი რომ ავადმყოფია, ამას უკვე ზოგი „ნაცმოძრაობაშიც“ კი მიხვდა და ამ ბოლო დროს სამი კაცი სექტიდან იმიტომაც გაექცათ. დანარჩენები მანდ ორი რამის გამო არიან - გამორჩენის მიზნით და შანტაჟის შიშით. მაგალითად, გუბაზ სანიკიძე სააკაშვილთან ფულის გამო მივიდა, ხოლო დანარჩენებზე მიშას კომპრომატები და ფარული ჩანაწერები აქვს!“ - აღნიშნა მჟავანაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner