logo_geo
eng_logo
თამაზ მოლაშვილი: ორი გვამის ავტორი მერაბიშვილი - გარეთ, ეს უკვე ნამეტანია!
- +

20 თებერვალი. 2020. 20:30

 

 

არათუ უგულავამ და მერაბიშვილმა უნდა აგონ პასუხი, მათ ციხეში უნდა მიჰყვეს გიგა ბოკერია“, - ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის მამა თამაზ მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ ერთადერთი შეკითხვა დაისმის, განსაკუთრებით იმ ეთერებიდან, სადაც ნაციონალებსა და მათი ჯიბის ექსპერტებს განსაკუთრებული პატივით ეპატიჟებიან – ვინ იქნება შემდეგი? დიახ, ეს ის შეკითხვაა, რომელსაც იქედნურად, ნახევრად ღიმილიანი სახით სვამენ ობიექტურობაზე პრეტენზიის მქონე ჟურნალისტები, მაგრამ სულაც არ ხუმრობენ ისინი, ვისაც ოჯახის წევრები მოუკლეს, დამნაშავეები კი ამ ხელისუფლების ავკარგიანობაზე ტელეეთერებიდან მორალს უკითხავენ მათ! ვინ და რატომ უნდა მიჰყვეს გიგი უგულავას? – სააკაშვილის რეჟიმის მიერ შვილმოკლული მშობლები ხელისუფლებასთან ერთად ამჯერად თავად დამნაშავეებს მიმართავენ და აფრთხილებენ! აგრესიას იწვევენ ხალხში. იცით, ვინ დგას დღეს გიგი უგულავას გვერდით და იბრძვის ხელისუფლებაში მოსასვლელად? გიორგი ბარამიძე, რომელსაც ჩემი ოჯახის სისხლში აქვს ამოსვრილი ხელები. ის ბარამიძე, რომელიც გადამწვარი სახლის ცეცხლზე ხელებს ითბობდა და კუბდარს ითხოვდა! დამცინავი ირონიით რომ სვამენ დღეს შეკითხვას ჟურნალისტები – ვინ იქნება შემდეგიო, აი, ვინ უნდა აგოს დანაშაულზე პასუხი!

 

ბარამიძე დღემდე დაკითხულიც არ არის! არც ის მოუკითხავს ვინმეს, სად ვცხოვრობ, მშია, მცხელა თუ მცივა?! ფაქტობრივად, ნანგრევებში მაქვს საწოლი, არადა, ჩემი ოჯახი დაზარალებულად არის ცნობილი. მართალია, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შვილები ციხიდან გამოუშვეს და მადლობელი ვარ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სამართლიანობის აღსადგენად! 48 მილიონის გამფლანგველი უგულავა – გმირი, ორი გვამის ავტორი მერაბიშვილი – გარეთ, სულხან მოლაშვილის მწამებელი ბოკერია კი – მამა აბრაამის ბატკნის სახით ტელეეთერებში – ეს უკვე ნამეტანია! არათუ უგულავამ და მერაბიშვილმა უნდა აგონ პასუხი, მათ ციხეში უნდა მიჰყვეს გიგა ბოკერია. კიდევ ერთხელ ვადებ მას ხელს – ჩემი შვილი ბოკერიას პირადი მსხვერპლია! სულხანი პირადად მისი თანდასწრებით აწამეს და ამის გამო პასუხი არ უგია!“ - აღნიშნა მოლაშვილმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner