logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საზოგადოების დაკვეთაა, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ მომავალი და უსაფრთხოება იყოს პროგნოზირებადი
- +

6 მარტი. 2020. 21:31

 

 

„მთელი საზოგადოების დაკვეთაა, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენი მომავალი და უსაფრთღხოება იყოს პროგნოზირებადი - არ მოხდეს პოლიტიკური სისტემის იმგვარად დანაწევრება და დესტრუქცია, რომ ამით ისარგებლოს რუსეთმა და გაზარდოს თავისი  გავლენები საქართველოში. როდესაც ოპოზიციის ნაწილი უკიდურესად დესტრუქციულია და დესტაბილიზაციისკენ აქვს მიდრეკილება - ამით საბოლოო ჯამში სარგებლობს რუსეთი” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

 

 არჩილ თალაკვაძის თქმით, ჩვენი მოქალაქეების, ხელისუფლების, ასევე, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების სურვილია, რომ შეთანხმება შედგეს და ნორმალური პოლიტიკური პროცესი წარიმართოს - ეს უსაფრთხოებას და დემოკრატიულ განვითარებას პირდაპირ უკავშირდება.

 

 

„ჩვენი მოქალაქეების,  ხელისუფლების, ასევე, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების სურვილია შედგეს შეთანხმება და ნორმალური პოლიტიკური პროცესი წარიმართოს - ეს უსაფრთხოებას და დემოკრატიულ განვითარებას პირდაპირ უკავშირდება. 2020 წლის შემდეგ ჩვენმა საზოგადოებამ ისევ არ უნდა მიიღოს კამათი და ჩხუბი პოლიტიკურ პარტიებს შორის თუ რომელი სისტემა ჯობია და ვისთვის, არამედ უნდა მიიღოს განახლებული პროგრამები, პოზიტიური წესრიგი, შეჯიბრი იდეებს შორის და პროგრესული გადაწყვეტილებები საკუთარი ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ჩვენი სურვილი და ეს არის საზოგადოების სურვილი“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner