logo_geo
eng_logo
პედიატრი: ბავშვის გარშემო არსებული სათამაშო, ყოველდღე უნდა გაირეცხოს
- +

20 მარტი. 2020. 01:17

 

 

ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემა „COVID 19“-ში პედიატრმა ივანე ჩხაიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით ისაუბრა, მისი თქმით, სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, კორონავირუსს მძიმე ნაწილაკები აქვს და ის გამოყოფისას ახლომდებარე საგნებზე ილექება.

 

 

ჩხაიძის თქმით, აუცილებელია ხელების დაბანა მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.

 

 

„ზოგადი რეკომენდაცია ყოველთვის მოქმედებს. ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა ყოველთვის რეკომენდირებულია. განსაკუთრებით აქცენტს ვაკეთებთ ხელის დაბანასა და ხველის ეტიკეტზე. კორონავირუსის დროს ვამატებთ, რომ ხშირად დაიბანე ხელი 20 წამის განმავლობაში.

 

 

თუ ბავშვი საუბრობს, ან აცემინებს, გარემოში გამოყოფს ნაწილაკებს. კორონავირუსი არის მძიმე, ის ილექება გარშემო მყოფ საგნებზე. ის სათამაშოები, რომლებიც ბავშვის გარშემოა, ყოველდღე უნდა გაირეცხოს“, - განაცხადა ჩხაიძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner