logo_geo
eng_logo
ზაზა ფაჩულიას დედა: ძმა მომიკლეს, მერე ქმარი, ბევრჯერ დავეცი, მაგრამ წაქცევის უფლება არ მქონდა
- +

17 აპრილი. 2020. 02:05

 

 

ზაზა ფაჩულიას დედა, მარინა კოდუა გადაცემა „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ იხსენებს იმ წლებს, როდესაც მას ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა.

 

 

მისი თქმით, ის ბევრჯერ დაეცა, თუმცა წაქცევის უფლება არ ჰქონდა, რადგან დედა იყო.

 

 

„ზაზას ყავდა მამა, ბებიები, ბაბუები, ყველა ყავდა. ერთი დიდი ოჯახი ვიყავით. ჯერ ძმა მომიკლეს, მერე ქმარი, მერე დედა.

 

 

ბევრჯერ დავეცი, მაგრამ არ მქონდა წაქცევის უფლება, რადგან ჩემს ძმას ყავდა თვე ნახევრის მოყვანილი ცოლი, როდესაც მოკლეს დაბომბვის დროს.

 

 

ჩემი მეუღლე, რომ დავკრძალე, 3 დღის შემდეგ აიეტის ხელოსნები დავიბარე და აიეტის გაყვანა დავიწყე, რომ ბავშვს საყურებელი ჰქონოდა და მეზობლები ფიქრობდნენ, რომ მე ცუდად ვიყავი.

 

 

წინა მეზობელს ვუთხარი, რომ ცუდად არ ვიყავი, რადგან ეს ტრაგედია ბავშვს არ უნდა ენახა. ეს მხოლოდ მე და ჩემმა ბალიშმა ვიცოდით.

 

 

ჩემთვის მთავარი იყო, რომ ზაზასთვის განათლება მიმეცა. ყველაფერი გავყიდე, ფული როდესაც არ გვქონდა დიდუბიდან დიღმამდე ფეხით დავდიოდით. აი ასეთი პერიოდი გადავიტანეთ.

 

 

მთელი ჩემი ახალგაზრდობა შევწირე ჩემს შვილს და უკან რომ დამაბრუნონ იგივეს ვიზამ ახლაც“, – ამბობს ზაზა ფაჩულიას დედა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner