logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ჩემი ცხოვრება ერთხელ უკვე გაჩერდა 1995 წელს - დავაბრუნებდი მანამდე პერიოდს
- +

18 მაისი. 2020. 00:41

 

 

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ  „პოსტ TV“–ის ეთერში ისაუბრა.

 

 

მან თავისი ცხოვრების ტრაგიკული წელი გაიხსენა, 1995 წელი, როცა ვაჟი დაეღუპა.

 

 

“სიამოვნებით დავაბრუნებდით ჩვენს ბავშვობას. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტურ წყობილებაში გაიარა ჩემმა ბავშვობამ, მაინც დავაბრუნებდი – იმ ლაღ ბავშვობას.

 

 

რაც შეეხება კითხვას, რომელ დროს გავაჩერებდი, ეს რთული კითხვაა – ჩემი ცხოვრება ერთხელ უკვე გაჩერდა. ეს მოხდა 1995 წელს და დავაბრუნებდი მანამდე პერიოდს. რომ შეიძლებოდეს იმ ოქტომბრის წინა პერიოდს დავაბრუნებდი” – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

 

გამყრელიძემ ვაჟი 1995 წელს დაკარგა, ის ავარიის შედეგად გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner