logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ასი პროცენტით გავიმარჯვებთ
- +

21 მაისი. 2020. 01:46

 

 

“ბედნიერები ვიქნებით, თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა, ეს იქნება „ქართული ოცნების“ გამარჯვების აქამდე თუ იყო 99%-იანი, ახლა უკვე 100%-იანი გამარჯვების საფუძველი,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ამ შემთხვევაში მმართველ გუნდს მეორე ტურიც არ დასჭირდება.

 

 

„წარმოიდგინეთ, რომ ქართული საზოგადოება დადგა არჩევნის წინაშე: ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი საზოგადოება უნდა აირჩიოს თავის ხელისუფლად თუ ქართული ოცნება და მისი წარმომადგენლები კონკრეტულ მაჟორიტარულ ოლქებში მაგალითად“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

მისი თქმით, რაც არ უნდა ნაწყენი იყოს ქართული საზოგადოება, წარმოუდგენელია, რომ ის ნათელაშვილისა და ნაცლკასტერის წარმომადგენელს მიემხროს.

 

 

„არჩევნები პირველ ტურში დამთვრდება მაღალი პროცენტული მაჩვენებლით და გამარჯვებით“- აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner