logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ვუყურებდით, რომ სამ საათნახევრის განმავლობაში გაშმაგებული შტურმი მიდიოდა მთავრობის სასახლეზე
- +

21 მაისი. 2020. 02:30

 

 

არ ვუსმენ საერთოდ ირაკლი ოქრუაშვილს, მაგრამ რა განცხადება უნდა მაგას?! ჩვენ ხომ ბრმები და ყრუები არ ვართ, ხომ ყველანი ვუყურებდით, რომ სამ საათნახევრის განმავლობაში გაშმაგებული შტურმი მიდიოდა მთავრობის სასახლეზე, - ამის შესახებ „ღია ეთრში“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის ვინ არის ოქრუაშვილი, ვინ არის რურუა?!

 

 

გოგა ხაინდრავა ევროპარლამენტარების განცხადებებსაც გამოეხმაურა:

 

 

სხვათაშორის ჩემთვის ევროპარლამენტი არაფერს არ ნიშნავს, გარდა იმ საკრებულოსი, სადაც ადამიანები მთელი ევროპის მასშტაბით იკრიბებიან. უამრავი ევროპელი პოლიტიკოსი და არა მხოლოდ ევროპელი, გარეულია პოლიტიკურ კორუფციაში და ამის შესახებ ევროპული პრესა წერს. აქიდან გამომდინარე მთავარია ვისზე და რას ლაპარაკობენ ევროპარლამენტარები

 

 

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა კარგად იცის ვინ რას წარმოადგენს.

 

 

ქართულმა საზოგადოებამ ხომ იცის რურუა ვინ არის?! ირაკლი ოქრუაშვილი ჩვენ ბორდელებშიც გვინახავს, მერე ისიც ვნახეთ 23 წუთი რომ იჯდა ციხეში, მერე მისი განცხადებებიც მოვისმინეთ. მიხეილ სააკაშვილმა შემიკვეთა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა, მან მითხრა, რომ ისე უნდა მოკვდეს ბადრი პატარკაციშვილი, როგორც რაფიკ ხარირიო. ჩემ ფილმშია ეს კადრები. ჩემ ფილმშია ასევე კადრები, როდესაც რურუას ხელმძღვანელობით ამ ტელევიზიაში შემორბის ბანდა, რომელიც ცემით კლავდა მოედანზე ქართულ საზოგადოებას მერე აქ შემოვარდნენ ეს ხომ ყველამ იცის. სად გაექცევიან ამ სიმართლეს?

 

 

ევროპა რასაც უნდა ლაპარაკობდეს, არჩევანს ქართველი ხალხი გააკეთებს. ბოლო ამბებმაც გვაჩვენა, რომ ქართული საზოგადოება ერთ-ერთი ყველაზე გონიერი და მოწესრიგებული საზოგადოება აღმოჩნდა. პირველად ვიგრძენი, რომ სახელმწიფოს წევრი ვარ. ძალიან რთული 30 წელი გავიარეთ, მაგრამ ჩვენ ავაშენეთ სახელმწიფო. საქართველო შედგა და ეს მთელმა მსოფლიომ დაინახა - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner