logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ოპოზიცია მუდმივი ბოიკოტის რეჟიმშია
- +

26 ივნისი. 2020. 02:50

 

 

ზოგადად ძალიან სასაცილოა ჩვენი ოპოზიცია, რომ მუდმივ ბოიკოტის რჟიმშია, მაგრამ ზუსტად კოვიდის პერიოდში, როდესაც პარლამენტი ისეთი ინტენსივობით არ მუშაობდა და ასე იყო მთელ მსოფლიოში, სწორედ მაშინ მოინდომეს და გადაიხსნეს ვენები მუშაობა გვინდაო და სხდომებზე სიარულს ითხოვდნენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

კარგად დავინახეთ, რომ ვერაფერი გააკეთეს, ბრალოდ შერცხვნენ, თვითონაც არ იცოდნენ რას ლაპარაკობდნენ და რაღაც უაზრო წინადადებებით გამოდიოდნენ, დარწმუნებული ვარ ხვალაც იგივე იქნება, შეეცდებიან ტემპერატურის აწევას. ძირითადად ეკონომიკაზე აპელირებენ.2019 წელი ეკონომიკურად მართლა ყველაზე წარმატებული წელი იყო, როდესაც კარგი საფუძველი არსებობდა ნახტომისებური განვითარებისა, თუმცა ან დროს მთელ მსოფლიოში დაიწყო პანდემია და ეკონომიკური კრიზისი, რომლის მსგავსიც მსოფლიოს არ ახსოვს. დღეს საუბარია იმაზე, რომ 16 ტრილიონი დოლარით დაიკლებს მსოფლიო ეკონომიკა და ამ ვითარებაში ჩვენ შევძელით, რომ შევინარჩუნეთ ეკონომიკის ძირითადი პარამეტრებიც და მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ ვირუსის მინიმალური გავრცელებისა და სიკვდილობის მაჩვენებლით და ეს არის მთავრობის დამსახურება და პრემიერი ამ ყველაფერზე გასცემს პასუხს და არ მგონია ოპოზიციას რამე ჰქონდეს სათქმელი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner