logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: სააკაშვილმა ჯერ მეუღლე აიფარა ფარად, ახლა დედა, ალბათ რაღაც გადახრა უნდა ჰქონდეს...
- +

16 სექტემბერი. 2020. 14:17

 

 

„სააკაშვილმა ჯერ მეუღლე აიფარა ფარად, ახლა დედა, არ მგონია, ნორმალური, ჯანსაღი აზროვნების ადამიანი  დაუპირისპირდეს ოჯახის ინსტიტუტს, მე ასეთი არ მსმენია, ალბათ რაღაც გადახრა უნდა ჰქონდეს, შეიძლება ფსიქოლოგიური“,  - განაცხადა „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა  ტვ „იმედის“ თოქშოუში „არენა“.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებაში გვყავდა მმართველი, რომელიც წარმოაჩენდა, რომ იყო ლიდერი, რისკზე წამსვლელი, ეს ყველაფერი კი მხოლოდ პიარი იყო.

 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირ სიბინძურეს იკადრებს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად.

 

„ეს არის ძალა, რომელიც ყველაფერს იკადრებს, თუ რამე სიბინძურე არსებობს, ალბათ არის კიდევ შესაძლებლობები მათ თავებში, რომ მოიგონონ და რადაც არ უნდა დაუჯდეთ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. სააკაშვილი ვითომ პროდასავლურ ლიდერად ითვლებოდა, რომ გადავავლოთ თვალი მის მოღვაწეობას, მის ნარჩენებს გვარამიას სახით და დღეს ოპოზიციურ ფლანგზე გაშლილ  მათ ანასხლეტებს, ეს არის  ადამიანი, რომელმაც ჯერ მეუღლე აიფარა ფარად, ზუგდიდში ორჯერ დააყენა სანდრა, ახლა დედა.  ხელისუფლებაში გვყავდა მმართველი, რომელიც თითქოს წარმოაჩენდა რომ ის იყო ლიდერი, რისკზე წამსვლელი, ეს ყველაფერი იყო ტელევიზიით და პიარით ნაჩვენები,  საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, წარმოიდგინეთ გორში მისი გაქცევა, სად უნდა იზრდებოდეს, რომელ სოციუმში საქართველოში ადამიანი, რომ უმაღლესი მმართველი, რომელსაც სტუმარი თან ახლავს, თვითმფრინავის ხმაზე გარბის შეშინებული, დაცვა მისდევს და მას კიდევ შეიძლება ჰქონდეს გამოჩენის და მმართველ ძალაში დაბრუნების პრეტენზია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner