logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: „ქართული ოცნება“ უპირობო ლიდერია და მისი რეალური რეიტინგი 60%-ზე მეტია
- +

16 სექტემბერი. 2020. 14:58

 

 

 

„ქართული ოცნება“ უპირობო ლიდერია და მისი რეალური რეიტინგი 60%-ზე მეტია“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა  ტვ „იმედის“ თოქშოუში „არენა“ „გორბის“ კვლევის კომენტირებისას განაცხადა.

 

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას აქვს უნარი და ძალა, რომ მოქალაქეებს სათანადოდ მოექცეს და სამაგალითო ქვეყნად იქცეს სხვა განვითარებული ქვეყნებისთვის.

 

მისივე თქმით, იგი ხვდება მოსახლეობას და ხედავს მათ განწყობებს.

 

„ჩემი აზრით, „გორბის“ კვლევის შედეგები მიახლოებულია რეალობასთან. მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ 60% მაინც ექნება. მე ვხვდები მოსახლეობას და ვხედავ მათ განწყობებს, თუმცა, არსებობს ამომრჩეველი, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია და მე მგონია, რომ მათი ნახევარიც „ქართული ოცნების“ მომხრეები არიან, შეიძლება განაწყენებულებიც. პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ხელისუფლების მიღწევებზე შეუძლებელია თვალის დახუჭვა. გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას აქვს უნარი და ძალა, რომ მოქალაქეებს სათანადოდ მოექცეს და სამაგალითო ქვეყნად იქცეს სხვა განვითარებული ქვეყნებისთვის და ეს ერთ დღეში ვერ მოხდებოდა. როდესაც პროცესი წინ მიგყავს, მას აუცილებლად ახლავს თან რაღაც ხარვეზები, მაგრამ აუცილებელია, რომ რეალობა დავანახოთ მოქალაქეებს. დიახ, არსებობენ განაწყენებული ამომრჩევლებიც, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ არის უპირობო ლიდერი და 60%-ზე მეტია მისი რეალური რეიტინგი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

right_banner
არქივი
right_banner