logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: სკოლების უმეტესობა უსაფრთხოა იმისათვის, რომ ბავშვებმა სწავლა უკვე საკლასო ოთახებში განაგრძონ
- +

17 სექტემბერი. 2020. 02:27

 

 

 

„ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციამ ჩაატარა ყველა სკოლის მონიტორინგი. ჩვენი მხრიდან დადასტურებულია, რომელ სკოლაშია უსაფრთხო სწავლის გაგრძელება და ამის რეესტრი არსებობს. შესაბამისად განათლების სამინისტრო ამით ხელმძღვანელობს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამინისტროს მთავარი მოტივაცია, დღეს ბავშვების ჩვეულ რეჟიმში, უსაფრთხოდ დაბრუნებაა.

 

„დღეისათვის საქართველოს სკოლების უმეტესობა უსაფრთხოა იმისათვის, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა განაგრძონ სწავლა უკვე საკლასო ოთახებში. ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანია დავასტაბილუროთ მდგომარეობა აჭარაში. უახლოეს დღეებში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოსახლეობის ერთობლივი მხარდაჭერითა და მათი ჩართულობით, ჩვენი ეპიდემიოლოგები შეძლებენ წარმოქმნილი ეპიდსტუაციის დაძლევას და შესაბამისად, პირველ ოქტომბერს, დიდ ქალაქებშიც შეძლებენ ჩვენი მოსწავლეები სწავლის გაგრძელებას. ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია, რომ ჩვენმა ბავშვებმა გააგრძელონ უსაფრთხოდ სწავლა მათთვის ჩვეულ რეჟიმში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner