logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: ამ ქვეყანაში რევოლუციების დრო დასრულებულია
- +

17 სექტემბერი. 2020. 02:55

 

 

„ოპოზიცია იბრძვის მთავარი ოპოზიური ნიშის შესანარჩუნებლად და სწორედ ამაშია ოპიზიციური პარტიების ბრძოლის მთავარი არსი. მიხეილ სააკაშვილი ცდილობს არ დათმოს აგრესიული და საპროტესტო ელექტორატი, ვიღაცები კი ცდილობენ, ეს ნიშა არ გაუყონ”, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ახლა დაპირისპირება არის ოპოზიციას და არა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

 

„ოპოზიციამ ზუსტად იცის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივა ამ არჩევნებზე არა აქვს. ჩვენ ნათი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ვხედავდით, რომ ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები და ასევე 8 წელია ვხედავთ, რომ ყველაფერზე მიდიან. ისინი რევოლუციურ სცენარებს ხან ერთი მიმართულებით თხზავენ, ხან მეორე მიმართულებით. ამ ქვეყანაში რევოლუციების დრო დასრულებულია და იმედია, სამუდამოდ. დღეს ამომრჩეველი სამართლიან, თავისუფალ გარემოში გადაწყვეტილებას და არავის არ აქვს უფლება და არ მიეცემა შესაძლებლობა, რამდენადაც არ მოახდინოს პოლარიზაცია, მათი არჩევნის ფეხქვეშ გათელვა“, - განაცხადა დავითულიანმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner