logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკა გვარამია არის ბოროტი, მტრული და გარყვნილი ძალის სახე
- +

17 სექტემბერი. 2020. 15:39

 

 

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „მთავარი არხის“ დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია „გარყვნილი ხელისუფლების“ სახეა, ამაზე მინისტრმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

 

„ამ ბოროტი, მტრული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, გარყვნილი ხელისუფლების სახე – გვარამია, რომელიც არის სახე ამ გარყვნილი ორგანიზაციის ლიდერების, მე ლიდერებზე მაქვს აქცენტი. რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ეს არსება და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია და ავადმყოფობაა ოჯახის ერთგულება, სიყვარული მეუღლის, შვილების, წარმოგიდგენიათ, როგორი დაზიანებული, გაუბედურებული ფსიქიკის ადამიანებთან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა და რამდენს ვითმენთ, იმიტომ რომ დემოკრატია გვაქვს და გვაქვს ტოლერანტული საზოგადოება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner