logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ის მიჩვეულია კომფორტულ ცხოვრებას - არ ჩამოვა ციხეში ჩასაჯდომად
- +

20 სექტემბერი. 2020. 21:53

 

 

„სააკაშვილმა რაც უნდა თქვას და გააკეთოს, მისი ამომრჩევლების რაოდენობა არ იცვლება. ჩემთვის სანდო კვლევებით, მის პარტიას მოსახლეობაში 7%-იანი მხარდაჭერა აქვს“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ გაზეთ „კვირის პალიტრას“ განუცხადა.

 

„სააკაშვილმა რაც უნდა თქვას და გააკეთოს, მისი ამომრჩევლების რაოდენობა არ იცვლება. ჩემთვის სანდო კვლევებით, მის პარტიას მოსახლეობაში 7%-იანი მხარდაჭერა აქვს. ამ 7%-ს შეიძლება რამდენიმე ათასი ხმა მიემატოს ან დააკლდეს. ხელისუფლებაში ვერ მოვა, ამიტომ აუცილებლად სახელმწიფო გადატრიალების სცენარს ცდის, როგორც არაერთხელ უცდია. გამოუვა თუ არა, სხვა საკითხია. მოსახლეობის 88%-ისთვის ის კვლავაც მიუღებელია.

 

 სააკაშვილის ფსიქოპორტრეტი ვინც იცის, ის მიჩვეულია კომფორტულ ცხოვრებას და ნამდვილად არ ჩამოვა ციხეში ჩასაჯდომად. ამ განცხადებებს უფრო მომხრეების მობილიზაციისთვის აკეთებს. მათ ის ძველებურად რევოლუციურ ლიდერად მიაჩნიათ. სააკაშვილს ერთხელ გამოუვიდა, როდესაც რუსეთის ხელშეწყობით მოვიდა ხელისუფლებაში და ახლაც იმავე სცენარით მოქმედებას ცდილობს“, - განაცხადა ირაკლი გოგავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner