logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ სრულ საარჩევნო სიას 1-ლი ოქტომბრისთვის წარადგენს
- +

23 სექტემბერი. 2020. 00:39

 

 

„რომ გადახედოთ პოლიტიკურ სპექტრს, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებზე, რომელმაც საკადრო კუთხითაც სიახლე შესთავაზა საზოგადოებას“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, მმართველი გუნდის კონკურენტებს განახლების რესურსი არ ჰქონდათ.

 

„არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას არ აქვს განახლების რესურსი და ეს ბუნებრივიცაა. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ამის რესურსი და ჩვენ მაქსიმალური სარგებელი მივიღეთ ამისგან. არა ჩვენთვის, არამედ იმისთვის, რომ პირველ რიგში პოლიტიკური პროცესი გაჯანსაღდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი კვალიფიციური კადრი, მათ შორის პარლამენტში. პარლამენტი არის მთავარი კერა დემოკრატიის და აქ გვჭირდებოდა ჩვენ საკადრო გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში საკადრო პრობლემები ჰქონდა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საგარეო პოლიტიკის სფეროში, ახალი პროპორციული სია კი ამ პრობლემებს აგვარებს.

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ სრულ საარჩევნო სიას ცესკოში 1-ლი ოქტომბრისთვის წარადგენს, გამსვლელი სიის დაახლოებით ნახევარს მოქმედი დეპუტატები წარადგენენ, მეორე ნახევარი კი ახალი სახეებით იქნება დაკომპლექტებული.

 

„მთლიანობაში განახლება იქნება ფუნდამენტური, რაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გააძლიერებს როგორც ჩვენ პოლიტიკურ გუნდს საქართველოს პარლამენტში, ასევე პარლამენტს, როგორც ინსტიტუტს“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner