logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: უგულავამ ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული და ასეთ ადამიანს აქვს ამბიცია, დარჩეს პოლიტიკაში
- +

23 სექტემბერი. 2020. 01:02

 

 

„პოლიტიკური კულტურა საქართველოში ვითარდება და საბოლოო ჯამში მივა იმ დონემდე, როდესაც ასეთი პარტია, ასეთი პოლიტიკოსები 3%-საც ვერ აიღებენ“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ გიგი უგულავასა და „ევროპულ საქართველოზე“ საუბრისას განაცხადა.

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, მძიმე სანახავია, როდესაც პარტია, რომელშიც კრიმინალები არიან გაერთიანებული, პარლამენტშია წარმოდგენილი, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ მათი რეიტინგი ეცემა.

 

„პირდაპირ იყო ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, საუბარია ათობით მილიონზე და ასეთ ადამიანს ჯერ კიდევ აქვს იმის ამბიცია, რომ დარჩეს პოლიტიკაში. და ასეთი კრიმინალი, თუ გადავხედავთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი განშტოებებით, ათამდე პოლიტიკოსია, რომლებსაც სასამართლოს მიერ დადასტურებული დანაშაული აქვთ ჩადენილი. იმის იქით კიდევ რა იყო კაცმა არ იცის. საუბარია მილიონების გაფლანგვაზე, საუბარია ადამიანების მიმართ სასტიკ მოპყრობაზე, წამებაზე, არაჰუმანურ მოპყრობაზე, ქუჩაში დახვრეტაზე და ა.შ. ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ აქტიურად არიან ჩართულები პოლიტიკაში. 12% აქვს ერთ პარტიას, 3% აქვს მეორე პარტიას, რაც არის მძიმე, მაგრამ პროცესი სწორი მიმართულებით მიდის და, შესაბამისად, ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე, რომ ეს პოლიტიკოსები საბოლოო ჯამში უნდა გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან“, - განაცხადა კობახიძემ.

 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner